ინა ბიურელმა აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო
პოლიტიკა - 12:52, 29 Nov, 2017     419
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში თემატური პანელის - „გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები“ მიმდინარეობს, რომელსაც მოდერატორობას უწევს ცნობილი ჟურნალისტი, Bloomberg-ის მედიაკონსულტანტი იან ბიურელი. შესავალ სიტყვაში ბიურელმა აუდიტორიას საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიცია და ლიბერალური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს განვითარების კუთხით ქვეყნის მიერ გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები გააცნო.

„საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მსოფლიოს პირველ ათეულშია, ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. საქართველო არის კანადაზე, საფრანგეთზე და გერმანიაზე წინ 190 ეკონომიკას შორის. მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ საქართველო არის იმ 20 ეკონომიკას შორის, რომელიც ბიზნესის რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა ძალიან პოზიტიური ფისკალური შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით. დადებითად ფასდება საქართველოს ფინანსური მდგრადობის დონე სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ“, - განაცხადა შეხვედრის მოდერატორმა.

საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს საკანონმდებლო ჩარჩოზე საუბრისას, ბიურელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტრატეგია ეფუძნება ლიბერალურ და შეღავათიან სავაჭრო შეთანხმებებს. ხაზი გაესვა ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. „საქართველოს რეგულაციები იძლევა იმის საშუალებას, რომ ყოველგვარი შეზღუდვების და ბარიერების გარეშე წარიმართოს ურთიერთობები ამ ქვეყნებთან და ის იყოს ღირსეული პარტნიორი რეგიონში“, - განაცხადა იან ბიურელმა.

ან ბიურელი არის ბრიტანეთში მოღვაწე მედიაკონსულტანტი, 20 წლის განმავლობაში მუშაობდა გაზეთის The Independent რედაქტორის თანაშემწედ, შემდეგ კი მედიარედაქტორად. მუშაობდა ტელეკომპანია ITV-ში, ასევე ლონდონის ჟურნალისთვის Sunday Times საგამოძიებო ჟურნალისტად. ბიურელი წერს სტატიებს გაზეთებისთვის: i paper და UK national newspaper. ასევე, თანამშრომლობს ევროპის მარკეტინგისა და მედიის წამყვან ვებგვერდთან The Drum.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42