ფარული ჩანაწერები ისნის სპეცოპოერაციის საქმეში - „ჩატაევმა იცოდა, რომ ბინა კონტროლდებოდა“
პოლიტიკა - 11:45, 29 Nov, 2017     36310
სანამ ოფიციალური უწყებები 21-22 ნოემბერს გაბრიელ ბერის ქუჩაზე ჩატარებული 22-საათიანი სპეცოპერაციის ირგვლივ დაგროვილ კითხვებს უპასუხოდ ტოვებენ, არაერთი სკანდალური ვერსია ვრცელდება.

​ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ქართული სპეცსამსახურების და ზოგადად, „ოცნების“ ხელისუფლების შესაძლო შეცდომამ თუ დანაშაულმა, შესაძლოა, ქვეყანა ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დააყენოს. საქმე ეხება საშიში ტერორისტის, ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერის, სტამბულის აეროპორტის ტერაქტის ორგანიზატორის, ახმედ ჩატაევის შესაძლო ლიკვიდაციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ლობირებით, ჯერ 5 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი, პროკურატურამ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაც შეწყვიტა...

რა ვიცით დანამდვილებით მასშტაბურ სპეცოპერაციაზე ერთი კვირის შემდეგ - თითქმის არაფერი და სანამ ხელისუფლება დუმს, არსებობის უფლება ნებისმიერი ვერსიას აქვს.

„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი საქართველოში, „2 თვის წინ, საზღვარზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სუს-ის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებულად შემოიყვანეს".

ჟურნალისტის განცხადებით, ეს იყო „ე.წ. თეთრი დერეფანი და ისინი საქართველოში შემოვიდნენ გამოსაზამთრებლად".

კილაძე არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ ჯგუფს სოლიდური რაოდენობის თანხაც აეღო ამ ადამიანების შემოყვანაში.

საშიში ტერორისტის საქართველოში ხელისუფლების მიერ შემოყვანაზე საუბრობს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძეც.

მეტიც, როგორც „ნიუპოსტს“ კაკაბაძემ განუცხადა, ბინიდან, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილები აფარებდნენ თავს, რამდენიმე პირი არაერთხელ აიყვანეს. მისი თქმით, გაბრიელ სალოსზე არსებული ბინა სუს-ს კონტროლზე ჰყავდა აყვანილი.

„ამ ბინაში რამდენჯერმე განხორციელდა სპეცოპერაცია. დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი იყო, რომ ბინა კონტროლზე ჰყავდა ხელისუფლებას, შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლებოდა ამ ადამიანების ცოცხლად აყვანა, როცა ეს სავსებით შესაძლებელი იყო? შუა ქალაქში, მსგავსი მასშტაბის სპეცოპერაცია აბსოლუტურად გაუაზრებელი მგონია. რატომ ჩააგდეს ადგილობრივი მოსახლეობა ასეთ დღეში მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებამ ზუსტად იცოდა, იმ მისამართზე ვინ ცხოვრობდა"- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ამასთან, კაკაბაძე თვლის, რომ ახმედ ჩატაევი საქართველოში შემოიტყუეს.

„რაც მასთან ურთიერთობის ძალიან მოკლე პერიოდში დავინახე, ახმედ ჩატაევი ძალიან ფრთხილი ადამიანი იყო. ის საქართველოში გარანტიის არარსებობის შემთხვევაში არ შემოვიდოდა. ჩატაევმა დიდი ალბათობით იცოდა, რომ ბინა კონტროლდებოდა, რაც აღნიშნულ ვერსიას ამყარებს,“ - აღნიშნა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, თუ სუსი-ს განცხადებას გავყვებით, რომლის მიხედვითაც, ტერორიზმში ეჭვმიტანილებს სპეცოპერაციამდე უთვალთვალებდნენ, ეს „5 საშიშ ტერორისტს შორის ერთ-ერთს, ახმედ ჩატაევს არ გამოეპარებოდა“.

„ძალინ ბევრი კითხვის ნიშანია, ჩემი ინფორმაციით, ე.წ. შაჰიდის ქამარი ადგილზე არ ყოფილა. იქ იყო დიდი რაოდენობით ე.წ. ლიმონკა და პატარა ზომის იარაღი. იმ სართულზე, სადაც ეს ადამიანები იყვნენ, ჩემი ინფორმაციით, სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული, შესაბამისად, ყველა ადამიანი, ვინც ბინაში შედიოდა ან გამოდიოდა, დაფიქსირებულია. სპეცსამსახურებმა ოპერაციის დაწყებამდე სამი კვირით ადრე ყველაფერი იცოდნენ. ხელისუფლების ნების გარეშე ის საქართველოში ვერ შემოვიდოდა"- განაცხადა კაკაბაძემ.

კითხვაზე, რა ინტერესი ამოძრავებდა საქართველოს ხელისუფლებას, უფლებადამცველი ამბობს, რომ „ვარაუდები აქვს, თუმცა ამაზე ახლა არ ისაუბრებს".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42