პრეზიდენტის არჩევის წესის მორიგ ცვლილებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი კრიტიკულად აფასებს და მთავრობას პლებისციტის ჩატარებისკენ მოუწოდებს. აბაშიშვილის მიიჩნევს, რომ ხმოსნების ნაცვლად, სახელმწიფო მეთაურის მთლიანად პარლამენტის მიერ არჩევის შემთხვევაშიც, ხალხი მაინც არჩევანის უფლების გარეშე რჩება.
„გაურკვეველია, რას წვალობენ, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, რა წინადადებებზე საუბრობენ, რა ლეგიტიმაციაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც უმაღლესი ლეგიტიმაცია არის, როდესაც ქვეყნის პირველ პირს ირჩევს ხალხი. თუ მაინცდამაინც ვინმეს ეჭვი ეპარება, სურს თუ არა ხალხს პირდაპირი წესით აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი, ამისთვის მოვუწოდებთ ყველას, რომ ჩაატარონ პლებისციტი და შესაბამისად, საზოგადოება დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ დაადასტურებს პლებისციტის დროს საკუთარ გაადწყვეტილებას," - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიას პოზიციის გადახედვისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






