ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭრს საქართველოს, განავითაროს ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო კორიდორი და გახდეს ბიზნესის ცენტრი, - ამის შესახებ აბრეშუმის გზის ფორუმზე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა.
„დარწმუნებულები ვართ, რომ საჭიროა მეტი ტრანსსაზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც გახსნის უფრო მეტ სარგებელს ყველასთვის. ჩვენი ბანკი მოწადინებულია, რომ მხარი დაუჭიროს სინერგიის შექმნას და ამ ინიციატივას სახელწოდებით - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, - აღნიშნა ჰუდაკმა და დასძინა, რომ საქართველო დამაკავშირებელი ელემენტია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამოცანას, განავითაროს თავისი სატრანზიტო კორიდორი ევროპასა და აზიას შორის და ამავდროულად, გახდეს ბიზნესის ცენტრი. ამ შემთხვევაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ განვითარდეს ეს ინიციატივა „ერთი სარტყელი- ერთი გზა“, - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






