“რუსეთი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი საფრთხე“ - ანალიტიკოსები ლავროვის უწყების განცხადებას აფასებენ
პოლიტიკა - 10:26, 29 Nov, 2017     1473

მოსკოვი საქართველოსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების გამო შეშფოთებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს. ლავროვის უწყება აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„რუსულმა მხარემ კვლავ გააკეთა აქცენტი იმ საშიშროებაზე, რომელსაც თბილისის მხრიდან ნატო-ს წევრ ქვეყნებთან სამხედრო ურთიერთობა ქმნის. ცოტა ხნის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა დაამტკიცა შეთანხმება თბილისისთვის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების „ჯაველინების“ მიწოდების შესახებ. ეს 2008 წლის შემდეგ ამ მასშტაბის პირველი სამხედრო შეთანმხებაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამასთანავე, აშშ-მ შეცვალა თავისი პროგრამა ქართველი ჯარისკაცების სწავლების კუთხით საბრძოლო ერთეულების მომზადებით. ამერიკის დახმარებით საქართველოს ტერიტორიაზე ახალი სამხედრო-სასწავლო ცენტრის მშენებლობა იგეგმება. რუსეთი ასეთ მასშტაბურ სამხედრო მხარდაჭერას აღიქვამს, როგორც თბილისისთვის ბიძგის მიმცემს ახალი საშიში ავანტურისკენ რეგიონში“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნულს ანალიტიკოსები აფასებენ და აცხადებენ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეულ პროვოკაციებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების გართულებას:

“რუსეთი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი საფრთხე, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ საფრთხის შესაკავებლად. რუსეთი შეეცდება პროვოკაციების მოწყობას, თუმცა ეს გადაწყვეტილება, რომელსაც სამხედრო კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს, აქვს დიდი მნიშვნელობა პოლიტიკურადაც. ეს ნიშნავს, რომ აშშ უშუალოდ არის დაინტერესებული და მისი საგარეო პოლიტიკის სასიცოცხლო ინტერესებშია, რომ საქართველო იყოს დაცული ქვეყანა,“ - აცხადებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42