„საქართველოს რეგიონში არსებული სიტუაცია ჩიხში შეჰყავს“ - რუსეთი საქართველო-ნატო-ს ურთიერთობის გაღრმავებაზე
პოლიტიკა - 10:20, 29 Nov, 2017     3398

მოსკოვი საქართველოსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების გამო შეშფოთებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს. ლავროვის უწყება აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

„28 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მიიღო ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში, გაეროს წარმომადგენელი ა.ტურუნენი, ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ბეხლერი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ტ.კლაარი.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების მოწყობის შესახებ საქართველოსთან, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის მზადებაზე ისაუბრეს, რომელიც 12-13 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

რუსულმა მხარემ წარმომადგენლებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა, ქალაქ კილმარნოკში აფხაზი ჯარისკაცების ძეგლის დემონტაჟთან მიმართებით. ეს აქცია ორგანიზებული იყო თბილისის ზეწოლით და ძალიან მტკივნეულად აღიქვეს აფხაზეთში, სადაც პატივს სცემენ ტრაგიკულ მოვლენებს რომელიც 1992-93 წლებში განვითარდა. ასეთი „ქულების“ დაწერით საქართველო დიალოგს შლის და რეგიონში არსებული სიტუაცია ჩიხში შეჰყავს.

რუსულმა მხარემ კვლავ გააკეთა აქცენტი იმ საშიშროებაზე, რომელსაც თბილისის მხრიდან ნატო-ს წევრ ქვეყნებთან სამხედრო ურთიერთობა ქმნის. ცოტა ხნის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა დაამტკიცა შეთანხმება თბილისისთვის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების „ჯაველინების“ მიწოდების შესახებ. ეს 2008 წლის შემდეგ ამ მასშტაბის პირველი სამხედრო შეთანმხებაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამასთანავე, აშშ-მ შეცვალა თავისი პროგრამა ქართველი ჯარისკაცების სწავლების კუთხით საბრძოლო ერთეულების მომზადებით. ამერიკის დახმარებით საქართველოს ტერიტორიაზე ახალი სამხედრო-სასწავლო ცენტრის მშენებლობა იგეგმება.

რუსეთი ასეთ მასშტაბურ სამხედრო მხარდაჭერას აღიქვამს, როგორც თბილისისთვის ბიძგის მიმცემს ახალი საშიში ავანტურისკენ რეგიონში.

შეხვედრის მონაწილეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ ჟენევის ფორმატის დეპოლიტიზირებას, კონკრეტულ რეზულტატზე გასვლის მიზნით, პირველ რიგში უსაფრთხოების სფეროში“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42