კალაძის მოადგილის გადადგომა - ოპოზიცია ნიკოლეიშვილის საქმეში სუს-ის კვალზე საუბრობს
პოლიტიკა - 09:54, 29 Nov, 2017     2603

თბილისის ახალი მერის მოადგილის გიგა ნიკოლეიშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საკრებულოს ოპოზიციის რიგებში კომენტარები კეთდება. დეპუტატების განცხადებით, ნიკოლეიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადასვლა მის ე.წ. ოდეერობას ადასტურებს.

„მისი გადადგომა უნდა უკავშირდებოდეს იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მეშვეობითაც სუს-ი თამამად შეძლებს სხვადასხვა თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნას. გიგა ნოკოლეიშვილი ცნობილი ოდეერი იყო დედაქალაქის მერიაში, ახლა უკვე მის ადგილას სავარაუდოდ, დაინიშნება არაცნობილი ადამიანი, რომლის კანონიერი უფლებაც ექნება სუს-ს. შესაბამისად, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ რიგებში არ გამორიცხავენ, რომ კახა კალაძის მერიაში სუს-ის სხვა წარმომადგენლის ინტეგრირება მოხდება.

„როდესაც მთავრობა იცვლებოდა, ჩვენ კალაძეს ვეუბნებოდით, რომ ეს ადამიანი სუს-ის მიერ მის საკონტროლებლად იყო დანიშნული, აგრეთვე ვეუბნებოდით, რომ იმ გუნდის წარმომადგენელმა, რომელმა გუნდმაც ვერცერთი საკვანძო საკითხი ვერ მოაგვარა და მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა თბილისს, ეს ადამიანები გაეთავისუფლებინა. კარგია, რომ კალაძემ მიიღო გადაწყვეტილება და ის ადამიანი გაათავისუფლა, რომელიც სუს-ის მიერ მის საკონტროლებლად იყო დანიშნული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის,“ - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი დავით ჟღენტი.

ოპონენტებისგან განსხვავებით კითხვები არ აქვს მმართველ გუნდს:

„გადავიდა სხვა სამსახურში სამუშაოდ, რამდენადაც მე ვიცი. სადაც ერჩივნა და სადაც თავის თავს უკეთ ხედავდა, გადავიდა სამუშაოდ. მე მგონი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დაპირისპირებას გამოვრიცხავ,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42