"ინტერესით ვუყურებთ რას გააკეთებს საქართველოს პრეზიდენტი" - ოპოზიცია მერაბიშვილის გათავისუფლებას ითხოვს
პოლიტიკა - 09:43, 29 Nov, 2017     1958

ოპოზიცია ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. მოთხოვნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამყარა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებამ მერაბიშვილის პოლიტპატიმრობა დაადასტურა.

„მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, შესაბამისად, ხელისუფლებას მოუწევს გაითვალისწინოს ახალი რეალობა, ვინაიდან, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა არის უმაღლესი ინსტანცია, ამ გადაწყვეტილებას ვეღარ გაასაჩივრებენ და მერაბიშვილი უნდა გაათავისუფლოს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თქმით, ყურადღებით დააკვირდებიან, რას მოიმოქმედებს საქართველოს პრეზიდენტი.

„ეს არის ფაქტობრივად პოლიტპატიმრად გამოცხადება. ინტერესით ვუყურებ რას გააკეთებს საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც აქვს იმის პრეტენზია, რომ არ იყოს იანუკოვიჩზე უარესი მაინც,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი გიორგი ბარამიძემ.

მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დოკუმენტში არ არის საუბარი პოლიტიკურ დევნაზე და ასევე არ წარმოიშვება მერაბიშვილის გათავისუფლების ვალდებულება.

„ვერ წარადგინეს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ნამდვილად მოხდა საკნიდან გაყვანა, თუმცა, სახელმწიფოს ინტერესების დამცველმა შესაბამისმა უწყებებმაც ვერ დაასაბუთა ის, რომ აპრიორი ამ ყველაფერს ადგილი არ ჰქონია. არცერთ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ ხდება ან უნდა მოხდეს ბატონი მერაბიშვილის გათავისუფლება,“ - ამბობს „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42