ევა გოცირიძე შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდეს. საპარლამენტო უმრავლესობაა მის კანდიდატურას იწოდებს. კითხვები აქვს ოპოზიციას.
საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ევა გოცირიძეს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
ევა გოცირიძეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა კანდიდატს მიმართა:
„გამიკვირდა, რომ ჯონ მარშალი საერთოდ იცით, ვინ არის. ქალბატონ ევას გამოსვლებს ვისმენდით სიტყვის თავისუფლების თაობაზე, მე მეგონა, რომ მან განათლება მიიღო ჯორჯ ორუელის „ცხოველთა ფერმის“ საფუძველზე".
სამადაშვილს ევა გოცირიძემ უპასუხა.
„ის თუ ვინ რა განათლება მიიღო, ეს კარგად ჩანს, იმის მიხედვით, როგორ მეტყველებს და რა გამოთქმებს იყენებს ისეთ პატივსაცემ აუდიტორიაში, როგორიცაა სააქართველოს პარლამენტი,“- განაცხადა ევა გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






