ენმ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება და მთავრობისგან პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ელის
პოლიტიკა - 17:37, 28 Nov, 2017     876
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე და საქართველოს მთავრობისგან პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ელის.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა.

„მივესალმებით ევროსასამართლოს დიდი პალატის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ დღეს საქართველოში არიან პოლიტპატიმრები.

ეს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან ევროსასამართლოს არსებობის 60 წლიან ისტორიაში სასამართლომ სულ მეექვსედ დაადგინა 18 მუხლის დარღვევა. ხოლო დიდი პალატის შემთხვევაში ეს იყო პირველი პრეცედენტი.

მე-18 მუხლის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანის პატიმრობა ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ სხვა მიზნებს.

ყველა სხვა შემთხვევაში, როცა სასამართლოს მიერ დადგენდა მე-18 მუხლის დარღვევა, ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება - მათ შორის პუტინის რუსეთი და იანუკოვიჩის უკრაინა, იძულებულები იყვნენ უკანონო პატიმარები პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ.

ახლა გამოჩნდება, შერჩა თუ არა ხელისუფლებას საღის აზრის მცირედი ნატამალი მაინც.

არჩევანი მარტივია -ან ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს სახელმწიფო ინტერესების შემდგომ დაზიანებას, ან მან უნდა გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი.

ამ პროცესში შეუძლებელია არ აღინიშნოს საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის როლი, რომელმაც სულ რაღაც 1 საათის წინ მისი ხელისუფლების მორიგი, უპრეცედენტო მარცხი წარმატებად წარუდგინა ჩვენს ხალხს.

გამაოგნებელია, რომ მინისტრი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო სირცხვილისა და ნეგატიური პრეცედენტების გარდა არაფერი მოუტანია, მეექსვე წელია ინარჩუნებს თანამდებობას.

თუმცა, ოლიგარქიული ხელისუფლების პრიორიტეტების გათცალისწინებით, ეს სრულიად ლოგიკურია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ მიესალმება ევროსასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას და ელის ვანო მერაბიშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას" - განაცხადა ბიბილაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42