„მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ წელს, 30 ოქტომბერს, ჩვენ სატრანსპორტო სფეროში გრანდიოზული მოვლენის მოწმენი გავხდით, - გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის საერთაშორისო სარკინიგზო ხაზი. ამ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის აზერბაიჯანის და საქართველოს ლიდერები მონაწილეობდნენ. ამ მარშრუტის შექმნა აზერბაიჯანის საქართველოს და თურქეთის თანამშრომლობის შედეგია. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ურთიერთობის გაღრმავებას და ვაჭრობის გაფართოებას“, - განაცხადა რამინ გულუზადემ.
აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ხელს შეუწყობს სამივე ქვეყანაში ეკონომიკის, ტურიზმის, სოციალური კუთხით ურთიერთობების გაღრმავებას. რამინ გულუზადეს თქმით, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობით მრავალი პროექტი განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები






