,,მთავრობას ერთი გზა აქვს - გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი, სტრასბურგის იგნორირებას არავინ გაპატიებს“ - შაშკინი
პოლიტიკა - 16:37, 28 Nov, 2017     1940
ევრო სასამართლოს დიდმა პალატამ „ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეში 18-ე მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა. „ნიუპოსტთან“ აღნიშნული საკითხი საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა შეაფასა. მისი თქმით ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან:

„სტრასბურგი არის ევროპის უმაღლესი სასამართლო ორგანო, მისი გადაწყვეტილების იგნორირება ყოველთვის იწევს ძალიან მძიმე შედეგებს ქვეყნისთვის და არის უკიდურესად ნეგატიური ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. საქართველო ევროპის ნაწილია და ჩვენ ამის პრეტენზია გვაქვს. უმაღლესმა ორგანოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილი არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი, საქართველოს მთავრობას აქვს მხოლოდ ერთი გზა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვანო მერაბიშვილი. მთავრობის ზოგოერთი წევრი უკვე ცდილობს, რომ იურიდიული ტერმინებით მანიპულირება მოახდინოს და შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა. სასამართლომ თავიდანვე თქვა, რომ მისი პირველი დაკავება იყო უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული და დანარჩენი, რაც არ უნდა ყოფილიყო, სასამართლომ არც იმსჯელა.

მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არაფერი მუდმივი არაფერია, მთავრობები იცვლებიან, ახალი ხალხი მოდის, ძველი მიდის, უნდა გვახსოვდესეს, რომ ყველა წუთი, რომელსაც ვანო მერაბიშვილი უკანონოდ ციხეში გაატარებს და რაც სტრასბურგის დადგენილებით დადასტურდა, ეს არის ამ მთავრობის კოლექტიური პასუხისმგებლობა, მათ უნდა ესმოდეთ, როდესაც არ იქნებიან მთავრობაში, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ სხვადასხვა დონეზე, პირველ რიგში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. უცხოეთი არ გაპატიებს სტრასბურგის მიერ დამტკიცებულ უკანონო პოლიტიკურ პატიმარს, ეს არ იქნება მხოლოდ წულუკიანის პასუხისმგებლობა, რადგან მთავრობას ახასიათებს კოლექტიური პასუხისმგებლობა“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42