"სახელმწიფო ვანო მერაბიშვილს 4 ათას ევროს გადაუხდის" - თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 16:24, 28 Nov, 2017     23945
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტარაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის დაკავება კანონიერი იყო.

მისივე თქმით, როგორც სასამართლომ დაადგინა სახელმწიფო მერაბიშვილს კომპენსაციის სახით, 4 000 ევროს გადაუხდის.

"სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება, ასევე წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე, იყო კანონიერი.

სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს ამ საჩივრის ფარგლებში არ წარმოადგენდა ივანე მერაბიშვილის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პატიმრობის კანონიერების განხილვა (იხ. პუნქტ. 170).

კერძოდ, დიდმა პალატამ გასაჩივრებულ მუხლებთან მიმართებით:

1. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი, რაც შეეხება ივანე მერაბიშვილის დაკავების კანონიერებას.

2. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი, რაც შეეხება ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის კანონიერებას (2013 წლის მაისი - 2014 წლის თებერვალი).

ივანე მერაბიშვილი როგორც მისი დაკავების უკანონობას, ასევე 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე პერიოდში მის წინასწარ პატიმრობაში უკანონოდ ყოფნას ამტკიცებდა, რაც სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ არ გაიზიარა.

3. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.3. მუხლი, რაც შეეხება ივანე მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. კერძოდ, ჩაითვალა, რომ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებები სათანადო დასაბუთებას შეიცავდა და ამ მუხლის სტანდარტებს აკმაყოფილებდა.

4. ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით, რადგან მოსამართლემ ივანე მერაბიშვილის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე უარყო ზეპირად და დასაბუთების გარეშე.

5. 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარე (ივანე მერაბიშვილის ღამით საკნიდან გაყვანის ეპიზოდი).

სასამართლომ ცალსახად განაცხადა და დაასაბუთა, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობასა და სისხლისსამართლებრივ დევნაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები და რომ ამ მხრივ მომჩივნის არგუმენტები ვერ იქნებოდა გაზიარებული (იხ. პუნქტ. 320-329). თუმცა, მან დაადგინა, რომ საკნიდან გაყვანის ფაქტი შეუსაბამო იყო მე-18 მუხლის მიზნებთან და ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები გაიზიარა.

მე-18 მუხლთან დაკავშირებით ხმების ამგვარად გაყოფის პირობებში, 8 მოსამართლემ, რომელმაც მე-18 მუხლის დარღვევას მხარი არ დაუჭირა, გადაწყვეტილებას დაურთო განსხვავებული აზრი. მათ შორისაა სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარეც.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ:

ივანე მერაბიშვილისთვის მორალური კომპენსაციის სახით გადახდილ იქნეს თანხა 4000 ევროს ოდენობით. თავად მომჩივანი ითხოვდა 15000 ევროს;

მისი ადვოკატებისთვის ჰონორარის სახით მოთხოვნილი თანხების ნაწილში მომჩივნის შუამდგომლობა სრულად იქნა უარყოფილი და ამ ნაწილში სასამართლომ კომპენსაცია მომჩივნის ადვოკატებს არ მიანიჭა. ბრიტანელი ადვოკატები ითხოვდნენ 29 775 გირვანქა სტერლინგის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან ჰონორარის სახით, ხოლო ოთარ კახიძე, ასევე ითხოვდა ჰონორარის სახით სახელმწიფოსგან 43 641 აშშ დოლარის ანაზღაურებას" - განაცხადა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42