აღნიშნულთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს მიმართა კითხვით, რუსეთის მიერ ძებნილი ახმედ ჩატაევი რატომ ჩამოიყვანეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.
"მე გირჩევთ თქვენივე თანაგუნდელებს, რომლებიც დღესაც თქვენი თანაგუნდელები არიან, მოკითხოთ, რატომ ჩამოიყვანეს უკრაინიდან რუსეთის მიერ ძებნილი ბატონი ჩატაევი და რატომ შეუწყვიტეს მას სისხლის სამართლის საქმე 2010 წელს?! აქედან დაიწყეთ კითხვების დასმა, მერე გაყევით ლაფანყურის სპეცოპერაციას. ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებითაც გვითხარით რას აკეთებდნენ თქვენი პარტიის გმირები, მაშინ როცა ეს სპეცოპერაცია მოხდა. მერე გააგრძელეთ კითხვების დასმა.
პასუხისმგებლობაზე რომ საუბრობთ, პასუხისმგებლობა აიღეთ ჯერ თქვენ, წარმოადგენთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ტერაქტებს საკუთარ მოქალაქეებს უწყობდა ქვეყანაში, მათ შორის ხურჩის ტერაქტს შეგახსენებთ. თქვენ ლიდერ სააკაშვილს ჰკითხეთ, რატომ გაათავისუფლეს ის 2010 წელს, აქედან დაიწყეთ კითხვების დასმა. თქვენი პასუხის მოსათხოვი არავინ არ არის ამ დარბაზში" - უპასუხა ბესელიამ სამადაშვილს.
მასალის გამოყენების პირობები






