ირაკლი მექვაბიშვილმა შვედეთის გენერალური აუდიტორის მოადგილე, მაგნუს ლინდელი მიიღო
პოლიტიკა - 16:05, 28 Nov, 2017     948

გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი შვედეთის ეროვნული აუდიტის სამსახურის (SNAO) გენერალური აუდიტორის მოადგილეს, მაგნუს ლინდელს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს „საქართველოსა და შვედეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოთა შორის ინსტიტუციური განვითარების თანამშრომლობის“ პროექტით გათვალისწინებული საკითხები, რაც უზრუნველყოფს ეფექტიანობის აუდიტის ხარისხის ამაღლებას ISSAI-ის საერთაშორისო სტანდარტებისა და პრინციპების შესაბამისად.

„მნიშვნელოვანია, რომ შვედ კოლეგებთან პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდეს. 2018 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ თანამშრომლობას რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით, მათ შორის, აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის, ეფექტიანობის აუდიტის გაძლიერების, საინფორმაციო ტექნილოგიების (IT) აუდიტის უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურული სისტემების დანერგვის განხრით“, - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკატერინე ღაზაძე, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი წიწილაშვილი, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი კაპანაძე, შვედეთისა და საქართველოს აუდიტის სამსახურებს შორის თანამშრომლობის პროექტის ხელმძღვანელი, უფროსი საერთაშორისო მრჩეველი, ამანდა სოდერლუნდი.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური (SAO) და შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისი (SNAO) 2010 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42