„ჩვენთვის მთავარია, ვიყოთ ძალიან აქტიური პარტნიორები - პარლამენტი და სახალხო დამცველი“- კობახიძე
პოლიტიკა - 15:53, 28 Nov, 2017     973
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა სახალხო დამცველის არჩევის პროცესისგან გამიჯვნით პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, კონსენსუსთან დაკავშირებული დისკუსია ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პირობებში გამოჩნდა, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად მუშაობა ისევ საჭიროა.
„ერთი წლის განმავლობაში წარიმართებოდა დისკუსია კონსენსუსთან დაკავშირებით და ჩვენ ვამბობდით, რომ კონსენსუსი მიიღწევა მხოლოდ მაღალი პოლიტიკური კულტურის პირობებში. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს სამუშაო იმაზე, რომ პოლიტიკური კულტურა ამაღლდეს საქართველოში. დაინახეს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ არის სრული თანხმობა და თანხვედრა პოზიციებში მმართველ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შორის და მათ გადაწყვიტეს ამ პირობებში ჩვენთვის არ დაეწერათ პოლიტიკური ქულები და ამ სახით სამწუხაროდ, გაემიჯნნენ ომბუდსმენის არჩევის პროცესს რაც არის აბსოლუტურად პოლიტიკურადაც არასწორი გადაწყვეტილება. არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რამდენად რაციონალურია ზოგადად ეს გადაწყვეტილება. ეს არის მათი მხრიდან პოლიტიკურადაც არასწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, გაუგებარია უმცირესობის წარმომადგენელთა შეფასებებიც.
„საუბარი იყო იმაზე, რომ კანდიდატი ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტზე არ აკრიტიკებდა ხელისუფლებას. იმისთვის, რომ ჩვენ ღიმილით ვუპასუხოთ ასეთ განცხადებებს, მარტივად უნდა ჩავხედოთ კანონს და ვნახოთ როგორია გენერალური აუდიტორის მოადგილის სტატუსი და ფუნქციები“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42