გენგეგმის მაქინაციები და შეთქმულება თბილისის წინააღმდეგ
პოლიტიკა - 15:20, 28 Nov, 2017     3058
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის საბოლოო ვარიანტი, კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ 2017 წლის 13 ნოემბერს წარუდგინა ქალაქის არქიტექტურის სამსახურს. წესით და რიგით არქიტექტურის სამსახურს 22 ნოემბრამდე ქონდა ვადა, შეემოწმებინა საბოლოო ვარიანტი, გაეფორმებინა კონტრაქტორისთვის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ან დაეჯარიმებინა კომპანია და შეეწყვიტა ხელშეკრულება.


თუმცა, არქიტექტურის სამსახური ვერ ჩაეტია ამ ვადებში და როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, საბოლოო ვერდიქტი 28 ნოემბერს გახდება საჯარო.

„საპროექტო მომსახურების - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვზე“ კონკურსი გამოცხადდა 2015 წლის 21 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ. ამ მომენტისათვის არ არსებობდა ა(ა)იპ ,,სითი ინსტიტუტი საქართველო“ ეს ორგანიზაცია შეიქმნა 2015 წლის 30 ივნისისათვის.

კონკურსი გულისხმობდა კონცფციის წარმოდგენას, რის საფუძველზეც მოხდებოდა ახალი გენგემის შექმნა.

საკონკურსო კომისიას კონსულტაციას უწევდა გერმანული კომპანია „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“ (PricewaterhouseCoopers), რომლის მომსახურების საფასურმაც 400 000 ამერიკული დოლარი შეადგინა.

თავდაპირველად „სითი-ინსტიტუტ საქართველომ“ მიიღო კონკურსის პირობებით გათვალისწინებული 50.000 ლარი.

ლოგიკურად აქ უნდა დამთავრებულიყო კონკურსი და დამთავრდა კიდეც. ამ პერიოდში, კერძოდ, 2015 წლის 17 აგვისტოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ მიიღო #13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“, რის საფუძველზეც 15 ოქტომბერს საქართველოს მთავრობა მიიღო #2212 განკარგულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ გამარტივებული შესყიდვის თანხმობის თაობაზე და ამავე დღეს, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულებაც 2 800 000 ლარის მომსახურებაზე. როგორც ვხედავთ ეს გადაწყვეტილება მიღებულია კონკურსის შედეგების გათვალისწინების გარეშე.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად 50.000 ლარიან კონკურსში გამარჯვებული „სითი-ინსტიტუტ საქართველომ“ ავტომატურად მიიღო 2.800.000 ლარიანი კონტრაქტი, თუმცა ამ უკანასკნელ იურიდიულ მანიპულაციებს კონკურსს ვერანაირად ვერ დავარქმევთ.

ქართველი სპეციალისტები, სხვადასხვა სამთავრობო თუ სამოქალაქო ორგანიზაციები და საერთაშორისო ექსპერტები თანხმდებიან, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

ეს დოკუმენტი არ შეიძლება, იყოს გამოყენებული სახელმძღვანელოდ. ყველაფერს აქვს თავისი ბაზისი, რომელზეც შემდეგ იქმნება ზედნაშენი. წარმოდგენილ მასალებში არსად არ ჩანს მონაცემთა ბაზები, რომლის საშუალებითაც, ქალაქისთვის მტკივნეულ საკითხებზე შესაძლებელი იქნებოდა ანალიზის გაკეთება და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. არსად არ ჩანს კონკრეტული რაიონების განვითარების პროგრამები. არცერთი წარმოდგენილი, ჰიპოთეტიურად განსახორციელებელი, პროექტის უკან არ დგას ეკონომიკური მიზანშეწონილების დასაბუთება, განხორციელების სავარაუდო ბიუჯეტი და სავარაუდო ფინანსური წყაროები.

მოცემული მომენტისთვის, სახეზე გვაქვს 1400-გვერდიანი საცნობარო ე.წ „რეფერენს“ ნაშრომი, ზოგადი იდეების ყუთი, რომლის შემუშავებას 2,5 წელიწადი დასჭირდა და მისი ამ სახით მიღებაზე, ბიუჯეტიდან გადასახადის გადამხდელების კუთვნილი 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა და რომლის დამტკიცება იმპლემენტაციის მიზნით დაუშვებელია.

მეტიც, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ საერთოდ არ არის წარმოდგენილი იურიდიული დოკუმენტი სახელად - „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ , რომელიც უნდა დაამტკიცოს ქ.თბილისის საკრებულომ და შემდეგ უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (https://matsne.gov.ge/)

კონკურსის პირობებით, ამ დოკუმენტს უნდა შეეტანა ცვლილებები 2014 წლის 30 დეკემბერს № 20-105 დადგენილებით ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დაამტკიცებულ, დღეს მოქმედ „ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში.“ ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, წარმოადგენს ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2009 წლის 5 ივნისის № 6-17 გადაწყვეტილებით მიიღებულ „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმას“ მცირედი შესწორებებით, რომლის შექმნაზეც, სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაციებით, რამოდენიმე მილიონ ლარამდეა გაწერილი მაშინდელი ქალაქის ბიუჯეტიდან, დაუზუსტებელს იმიტომ ვამბობთ, რომ ოფიციალური ინფორმაცია ამ საკითხზე ქალაქ თბილისის მერიაში არ არსებობს.

ოფიციალურად ხელმისაწვდომი მასალების ანალიზით აშკარაა, რომ სახეზეა ერთხელ ჩადენილის - განმეორების მცდელობა. კერძოდ - თბილისს შეატყუონ ძველი გენგემებიდან (რომლებიც მოძველებულია და ვერ ასახავს დღევანდელ რეალობას) გადმოკოპირებული, ანალიტიკური მასალით შეზავებული დოკუმენტი, რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, წარმოადგენს 2009 წლის გენგეგმის (რომლის არსებობაც საყოველთაოდ მიღებული აკადემიური ფორმით და შინაარსით სამწუხაროდ არცერთ არქივში არ დასტურდება) კორექტირებულ ვარიანტს. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი გადმოწერილია 2000 წლის გენგეგმის მასალებიდან და ასე შემდეგ. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ამ დოკუმენტის მიზანია, შეცვალოს ქალაქის ფუნქციონალური ზონები კონკრეტული ჯგუფების ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, რაც, თავის მხრივ არ გამორიცხავს კარგად შენიღბული ჯგუფური და კორუფციული ინტერესების არსებობასაც.

არქიტექტორის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში არ არის წარმოდგენილი ის დოკუმენტი, რომელსაც რეალურად კენჭი უნდა ეყაროს საკრებულოზე, ანუ დღევანდელი მოცემულობით არ გვაქვს ის იურიდიული დოკუმენტი, რომელზეც უკვე დახარჯულია 4 მილიონ ლარამდე.

თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის ირგვლივ მიმდინარე პროცესების ანალიზი აჩენს კითხვას, ხომ არ არის ეს ათწლეულობის განმავლობაში მოქმედი თაღლითური სქემა, რომლის მეშვეობითაც ერთი და იგივე შინაარსის დოკუმენტების უმარტივეს განახლებაში (update) იხდებოდა უზარმაზარი თანხები ბიუჯეტიდან. და თუ ეს ასეა, მაშინ ეს შეულებელია მომხდარიყო არქიტექტურის საქალაქო სამსახურის ხელშეწყობის და პოლიტიკური ხელისუფალის უტყვი თანხმობის გარეშე.

შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ აშკარაა შეთქმულება თბილისის წინაღმდეგ და რომ ეს ყველაფერი კარგად ორგანიზებული მაქინაციების შედეგია. სახეზე გვაქვს მცდელობა გაგრძელდეს ქალაქის მართვა ძველი კორუფციული სქემების მიხედვით, რაც გარკვეულ ჯგუფებს ისევ მისცემს საშუალებას, მიიღონ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მშენებლობის ნებართვების გაცემის და მიწის ფართების გაყიდვის თაობაზე.

დედაქალაქის ახალ ხელმძღვანელობას მემკვიდრეობით წილად ერგო ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა, მათ შორის „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ (მგგ) განახლების ჩახლართული ისტორიაც. მათ წინაშე დგას რთული ამოცანა, რომ სწორედ გასცენ პასუხები, ყველა დასმულ კითხვასა და კრიტიკულ შენიშვნას. დღეს ყველა, ვინც მილიონები მიიღო წარმოდგენილი და ძველი გენგეგმების პროექტების შედგენაში, ცდილობს, რომ ეს დოკუმენტიც მიღებული იქნეს მერიის და საკრებულოს მიერ, ყოველგვარი განხილვის და საჯარო დისკუსიის გარეშე.

დარწმუნებულები ვართ, რომ ბ-ნი კახა კალაძე და საკრებულოს უმრავლესობა ერთობლივად მოახერხებენ ამ ჩახლართულ ისტორიებში გარკვევას და არ დაუშვებს უკვე არაერთხელ ჩადენილი დანაშაულის გამეორებას. კერძოდ, კი თბილისს აღარ შეატყუებენ მოძველებული ხედვებით გაჯერებულ არაკვალიფიციურ დოკუმენტს.

გვჯერა, რომ დედაქალაქის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა სისხლხორცეულად არის დაინტერესებული არსებული სიტუაციის გამოსწორებით და რომ პერმანენტულ შეთქმულებას თბილისის წინააღმდეგ აღარ აქვს პერსპექტივა.

ნოდარ ხარჩილავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42