"მერაბიშვილის პოლიტიკური პატიმრობა დამტკიცდა, ხელისუფლებამ ის დაუყოვნებლივ უნდა გაათვაისუფლოს"- ოთარ კახიძე
პოლიტიკა - 15:13, 28 Nov, 2017     1925
ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამარჯვებას უწოდებს ყოფილი პრემიერის უფლებადამცველი და "ევროპულ საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე.

მისი თქმით, მე-18 მუხლის დარღვევის დადგენით, დამტკიცდა რომ მერაბიშვილი უკანონო პატიმრია და ის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს.

„მინდა მოგაწოდოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ადამიანის უფლებათა სასამართლოდ დიდმა პალატამ ძალაში დატოვა მანამდე სექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე. მოვიგეთ საქმე, რომელიც ეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად ცნობას.

სასამართლომ ძალაში დატოვა მე-18 მუხლის დარღვევა, მუხლი, რომელითაც ცნობილი პოლიტიკური პატიმრების იულია ტიმოშენოკოსა და იური ლუცენკოს საქმეები იყო წარდგენილი სტრასბურგის სასამართლოში.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, თუ სურთ, რომ მოახდინონ ზიანის მინიმიზება, რომელიც მიადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯს ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით, რაც მათ მიიღეს მერაბიშილის დაპატიმრებით, თუ სურთ ამ ზიანის გამოსწორება, დაუყონებლივ მიიღონ გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების თაობაზე.

დიდი პალატის გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება, ეს არის საბოლოო ინსტაცია, მინდა ვისურვო, რომ ეს იქნება გაკვეთილი ხელისუფლებისთვის საქართველოში უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა, უნდა გათავისუფლდეს როგორც ვანო მერაბიშვილი, ისე სხვა პოლიტიკური პატიმრები. იკვეთება ევროპული კონვენციის დარღვევის ნიშნები“,-განაცხადა ოთარ კახიძემ.

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42