დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ესწრებოდნენ.
ლიუ იანზონგი აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელია. SRCIC-ის პრეზიდენტსა და მის დელეგაციას საქართველოში სავაჭრო-სამრეწველო პალატა მასპინძლობს.
აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატა 2015 წლის დეკემბერში ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), მსოფლიო პალატების ფედერაციისა (WCF) და აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო პალატების მიერ დაფუძნდა და 36 ქვეყნის უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს.
მასალის გამოყენების პირობები






