ტყუილია, არანაირი ორი ადამიანი გაქცეული არ არის - ირაკლი სესიაშვილი
პოლიტიკა - 14:09, 28 Nov, 2017     3383
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ 22 ნოემბერს ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ორი პირის გაქცევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება: "გარწმუნებთ, არანაირი ორი ადამიანი არ გაქცეულა, ეს არის ტყუილ".

„მინდა ყველა დავარწმუნო იმაში, რომ აბსოლუტურად ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, ამიტომ ოპოზიციის მიერ გამოთქმული ეჭვები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივცეთ გამოძიებას საშუალება, რომ გარკვეული პროცედურები გაიარონ. იცით, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც არიან ჩართულები, რაც თავისთავად ცხადია, ზრდის გამოძიების ეფექტიანობას, ამიტომ იქ, სადაც ჩვენ ჩვენი ძალების, ჩვენი მიდგომების კონსოლიდირების ერთგვარი ვალდებულებაც კი გაგვაჩნია, მე ყველას მოვუწოდებ, რომ ვიწროპოლიტიკური რაღაც გამოხტომები, ინტერესები გვერდზე გადავდიოთ, რათა ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესი იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება. გარწმუნებთ კიდევ ერთხელ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ გაურბის არანაირ კითხვას, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა ჩვენს ინტერესშია. ამ პროცესში ჩართული იქნება პარლამენტი. პარლამენტის ინფორმირება მოხდება იმ ფორმით, როგორც ეს საერთო ინტერესებს მოემსახურება და არანაირად არ არის ინფორმაციის დამალვა. ყველაფერს თავის დრო სჭირდება, გამოძიებას სჭირდება თავისი დრო. ცხადია, მხოლოდ ეჭვებსა და ვარაუდებზე გამოძიება ვერ ისაუბრებს. ხაზს გავუსვამ, რომ გამოძიება ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენი სპეცსამსახურები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ“, - განაცხადა სესიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42