შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
პოლიტიკა - 13:37, 28 Nov, 2017     884

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრების წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო კონფერენცია - „კარიერული განვითარება საპოლიციო სისტემაში“ პირველად, საქართველოში ტარდება.

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორთან, გივი მიქანაძესთან ერთად გახსნა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ზრუნავს თავისი თანამშრომლების კარიერულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ჩვენ ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას - „კარიერული განვითარება საპოლიციო სისტემაში“, რომელიც ევროკომისიის მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციაში ქართული მხარის მონაწილეობის მიზანია კარიერული განვითარების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და საპოლიციო განათლების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოდან, ავსტრიიდან, ლიტვიდან და ჩეხეთის რეპუბლიკიდან მოწვეული ექპერტები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მოდელის თანახმად, პოლიციელთა კარიერული განვითარებისა და პროფესიული საპოლიციო სწავლების მიმართულებით პრეზენტაციებს წარადგენენ.

კონფერენციის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრებსა და აკადემიებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება, ასევე, პოლიციელთათვის პროფესიული განათლების და კარიერული განვითარების სისტემის გაუმჯობესება.

ღონისძიებას აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 წევრი ქვეყნის პოლიციის აკადემიების რექტორები, თანმხლებ დელეგაციებთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტის და ადამინური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებიან.

საერთაშორისო კონფერენცია ევროპის კომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) ინსტიტუციონალური განვითარების ინსტრუმენტის ფარგლებში ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42