"რეგიონში საქართველოს ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას“ - უკრაინის პრემიერ-მინისტრი
პოლიტიკა - 13:26, 28 Nov, 2017     886

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე უკრაინის პრემიერ მინისტრმა ვოლოდიმერ გროისმანმა საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვიხარია საქართველოს წარმატება და დარწმუნებული ვარ, რეგიონში თქვენი ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ მინისტრმა.

ვოლოდიმერ გროისმანმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნისნა, რომ მისი მეორედ ჩატარება მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაუმჯობესებას. უკრაინის პრემიერ მინისტრმა შავი ზღვის რეგიონში საბორნე გადაზიდვების ხელშეწყობაზე ისაუბრა: „ჩვენ ვგეგმავთ 60%-მდე შევამციროთ ტარიფები საბორნე გადაზიდვაზე. ჩვენი მიზანია, ეს სფერო კონკურენტუნარიანი გახდეს“,- განაცხადა ვოლოდიმერ გროსიმანმა.

უკრაინის პრემიერ მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეტა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარების საკითხზე: „აზიასა და ევროპას შორის, ასევე ბალტიის ქვეყნების მიმართულებით დამაკავშირებელი სერიოზული მიმართულებები არსებობს. ამ დერეფნების თვალსაზრისით, უკრაინას შეუძლია იყოს საკმაოდ სანდო პარტნიორი. რაც ბატონმა კვირიკაშვილმა ბრძანა, ზუსტად ამაზე მსურს თქმა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ გაერთიანება: საქართველო-აზერბაიჯანი-უკრაინა, რკინიგზის და საბორნე მიმოსვლის გამოყენებით“.

ვოლოდიმერ გროისმანმა უკრაინის ეკონომიკის განვითარების და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული შეთანხმების შესახებაც ისაუბრა, მან განსაკუთრებული აქცენტი ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების განვითარებაზე გააკეთა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42