"ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა რეგიონის ქვეყნების საერთო ინტერესს წარმოადგენს" - მოლდოვის პრემიერ-მინისტრი
პოლიტიკა - 13:18, 28 Nov, 2017     1151
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მისასალმებელი პანელის „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ ფარგლებში, მოლდოვის პრემიერ მინისტრმა, პაველ ფილიპმა რეგიონის ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა აბრეშუმის გზის ინიციატივის მიზნების მისაღწევად.

პაველ ფილიპის განცხადებით, გლობალიზაციის პროცესების დინამიური მხარდაჭერა, ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ელექტრონული ვაჭრობისა და დიჯიტალიზაციის საშუალებების გაფართოება, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, სატრანსპორტო სფეროსა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მოლდოვის რესპუბლიკის ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენენ. „ამ თვალსაზრისით, ინიციატივა ერთი სარტყელი, ერთი გზა, შესაძლებელია ეფექტურ მექანიზმად იქცეს, ჩვენი საერთო მისწრაფებების რეალიზაციის და ეკონომიკის გლობალიზაციის თვალსაზრისით, რაც მოგვცემს შესაბამისი შედეგების მიღწევის საშუალებას“, - განაცხადა მოლდოვის პრემიერ მინისტრმა.

თავისი გამოსვლის ფარგლებში, პაველ ფილიპმა ღონისძიების მონაწილეებს მოლდოვის მთავრობის მიერ გატარებული ძირითადი რეფორმები და ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები გააცნო. სტუმარმა ისაუბრა ევროკავშირთან და სუამის ქვეყნებთან გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებებზე და იმ პერსპექტივებზე, რომელსაც აღნიშნული შეთანხმებები უქმნის პარტნიორ სახელმწიფოებს. პრემიერ მინისტრის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც მოლდოვის რესპუბლიკას სხვა ქვეყნებთან აქვს, უზრუნველყოფს წვდომას უფრო ფართო ბაზრებზე, რვაას მილიონზე მეტი მომხმარებლის პერსპექტივით და ექსპორტისთვის დამატებით შესაძლებლობებით.

პაველ ფილიპის განცხადებით, რეგიონის განვითარებისთვის ფუძემდებლურ ელემენტს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. „მიზანი, რომელსაც ერთად ვემსახურებით, არის შეთანხმებული და ურთიერთშემავსებელი თანამშრომლობა ტრანსპორტის თვალსაზრისით, რისთვისაც რამდენიმე ინიციატივას ვახორციელებთ. გასულ კვირას ბრიუსელში აღმოსავლეთ თანამშრომლობის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით საგზაო რუკის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია კორიდორის ინტეგრაციის და მაქსიმიზაციის გზით ბარიერების მოხსნისთვის საერთაშორისო ჯაჭვში“,- აღნიშნა მოლდოვის პრემიერ მინისტრმა.

გამოსვლის დასასრულს, პაველ ფილიპმა დადებითად შეაფასა საქართველოს მუშაობა „სუამის“ ფარგლებში და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრობლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდება. „2018 წელს მოლდოვის რესპუბლიკა თავჯდომარე იქნება „სუამში“, აიღებს რა ინიციატივას ქართველი კოლეგებისგან, რომლებიც ძალიან წარმატებული იყვნენ ამ თვალსაზრისით და ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა თანამშრომლობის გაღრმავებისა „სუამის“ სატრანსპორტო კორიდორის ფარგლებში.“ - განაცხადა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42