არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრი საქართველოში ინვესტიციას აორმაგებს
პოლიტიკა - 13:19, 28 Nov, 2017     633

არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრი ტოლერანტობის საკითხებში, შეიხი ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობას აორმაგებს, - ამის შესახებ შეიხმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

საუბარია საქართველოში კონკრეტული, მსხვილი პროექტების განხორციელებაზე. არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობა, მთავრობის მიერ აღებული კურსი და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს განვითარებას და წინსვლას ემსახურება.

შეიხმა აღნიშნა, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, სადაც ძალიან გამარტივებულია ბიზნესის წარმოების მექანიზმები, არ არსებობს კორუფცია და სწორედ ეს არის მისი მხრიდან ინვესტიციების მოცულობის გაორმაგების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი.

პრემიერ-მინისტრმა სტუმარს დეტალურად გააცნო საქართველოს მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, რაც შეიხმა დადებითად შეაფასა.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების საელჩოს გახსნის შესაძლებლობა. შეიხმა აღნიშნა, რომ თბილისში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი აღნიშნული იდეის განხორციელებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42