„დღეს არსებობს გარემოებები, რომ სახალხო დამცველი თავისუფალი იყოს პოლიტიკური ჩარევისგან“- ლომჯარია
პოლიტიკა - 12:07, 28 Nov, 2017     1036
სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტში იმყოფება. ლომჯარია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საკუთარ ხედვებს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებს, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებს გააცნობს:

„წარმოვადგენ ადამიანის უფლებების დაცვის ჩემს ხედვას, თუ როგორ ვაპირებ განვავითარო სახალხო დამცველის საქმიანობა და აპარატი. განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებ იმ უფლებებზე, რაც საზოგადოებას აწუხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის თემები, რაც დრომ მოიტანა. ყურადღებას გავამახვილებ იმ ადამიანების უფლებებზე, რომელთა ხმა შედარებით ნაკლებად ისმის სხვადასხვა გარემოების გამო. მაგალითად, იმის გამო, რომ არ ჰყავთ აქტიური და მობილიზებული მხარდამჭერები სამოქალაქო საზოგადოებაში. ამიტომ, სახალხო დამცველი იმ ადამიანების ხმა იქნება, რომელთა ხმა ნაკლებად ისმის საზოგადოებაში“, -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარიას განმარტებითვე, სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის გარანტი საქართველოს კონსტიტუციაა, შესაბამისად, ის პოლიტიკური ჩარევისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს:

„საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით სახალხო დამცველს აქვს ძალიან მაღალი დაცვის გარანტია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში, როდესაც კიდევ უფრო გაძლიერდა კონტროლის მექანიზმები ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, ნამდვილად არსებობს ის გარემოებები, რომ სახალხო დამცველს შეუძლია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და თავისუფალი იყოს პოლიტიკური ჩარევისგან. დარწმუნებული ვარ, სახალხო დამცველის აპარატი და მეც, ჩემი არჩევის შემთხვევაში, შევძლებ, გავუმკლავდე მსგავსი ტიპის გამოწვევებს”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42