აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიაში თსუ-ის სტუდენტები ჩაერთვებიან
პოლიტიკა - 12:02, 28 Nov, 2017     994
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სტუდენტებს აზიური ფაროსანას ბიოლოგიის, 2017 წელს მავნებელთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებისა და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა მიაწოდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება, რაშიც აქტიურ მონაწილეობას თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის დესპანები მიიღებენ. „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან. მათი ჩართულობა და აქტიურობა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიაში უმნიშვნელოვანესია,“ - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა მარინა ლომოურმა აღნიშნა, რომ საბავშვო უნივერსიტეტის დესპანები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას ატარებენ და აზიური ფაროსანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რაზეც სურსათის ეროვნულ სააგენტო და თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტი აქტიურად ითანამშრომლებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42