როგორ მოხვდნენ ტერორისტები თბილისში - გომელაური პასუხის გასაცემად მზადაა
პოლიტიკა - 11:54, 28 Nov, 2017     3965

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ნდობის ჯგუფის წინაშე წარდგეს. ამის შესახებ სესიაშვილმა კომენტარი ნდობის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:

"ვისაუბრეთ, მათ შორის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. მე მინდა დავადასტურო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, წარდგეს პარლამენტის წინაშე, ნდობის ჯგუფის წინაშე და გააცნოს პირველადი ინფორმაცია ჩატარებული ოპერაციის და მოვლენის შესახებ”, - განაცხადა სესიაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება აღნიშნული შეხვედრა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი კომენტარს არც შეხვედრის ფორმატზე აკეთებს.

„მოგვიანებით შეგატყობინებთ, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურს ექნება დადასტურებული ინფორმაცია", - განაცხადა სესიაშვილმა.

ამასთან, საპარლამენტო უმცირესობა თვლის, რომ თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს ხელისუფლებამ პასუხი საჯაროდ უნდა გასცეს. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, ამ მიზნით საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში იბარებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს და იუსტიციის მინისტრს. აბესაძის განცხადებითვე, გომელაური მზადაა, რომ შეკითხვებზე პასუხი ნდობის ჯგუფის ფორმატში გასცეს

„როგორც ჩანს, სუს-ის ხელმძღვანელი თანახმაა, რომ ნდობის ჯგუფის ფორმატში გასცეს შეკითხვებს პასუხი და შესაბამისად, დაზუსტდება თარიღი და დრო, როდის შეძლებს ბატონი გომელაური მოსვლას. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ამ შეკითხვებს: როგორ მოხვდნენ ტერორისტები თბილისში, როგორ აღმოჩნდა ამ რაოდენობის იარაღი და როგორ ჩატარდა სპეცოპერაცია? მიგვაჩნია, რომ პასუხები უნდა ყოფილიყო საჯარო. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ნდობის ჯგუფის ფარგლებში ჩვენ მოვუსმენთ ბატონ გომელაურს და დავსვამთ ყველა იმ საჭირო შეკითხვას, რაც საზოგადოებას აინტერესებს.“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42