"საქართველო და ევროკავშირი არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ტრანსპორტის სექტორში“ - ჰენრიკ ჰოლოლეი
პოლიტიკა - 11:50, 28 Nov, 2017     1001

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მისასალმებელ პანელზე „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი.

ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველო და ევროკავშირი არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ტრანსპორტის სექტორში. „საქართველოს უკავია მართლაც უნიკალური პოზიცია და ძალიან სტრატეგიული ადგილი, რადგან ის არის ქვეყანა, რომელიც ასრულებს ბუნებრივი კარიბჭის როლს რეგიონში და აკავშირებს სატრანსპორტო ჰაბებს ევროპასა და აზიას შორის“, - აღნიშნა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.

თავის გამოსვლაში ჰოლოლეიმ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ პოზიტიურ დღის წესრიგზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან არსებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. „საქართველო არის ძალიან კარგი მოდელი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და რეგულაციების აპროქსიმაციის კუთხით“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორმა.

ჰოლოელიმ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები კანონის უზენაესობისა და ბიზნესგარემოს განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, კანონის უზენაესობა და ბიზნესის კეთების საკითხები ერთნაირად წარმატებით ვითარდება საქართველოში. „დღეს თქვენ უკვე ძალიან სერიოზული ინვესტიციები გაქვთ, გამჭვირვალე პროცედურების დანერგვის კუთხით და არ არის გასაკვირი, რომ საქართველო გახდა მთავარი აქტორი სარტყლისა და გზის ინიციატივაში“, აღნიშნა მან.

პანელის ფარგლებში, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა ევროკავშირის სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებთან. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გარემოსდაცვით და ეკოლოგიური თვალსაზრისით გონივრული განვითარების აუცილებლობაზე. ჰოლოლეიმ მონაწილეებს გააცნო ევროკავშირის მიმდინარე ხედვები ჩინეთთან სახმელეთო კავშირების განვითარების თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ აუცილებელია ორ რეგიონს შორის თავსებადობის და ურთიერთშევსების უზრუნველყოფა, რათა შესრულდეს ის მიზნები, რომელიც სარტყელისა და გზის ინიციატივით არის განსაზღვრული, რას თავის მხრივ შექმნის ახალ სატრანსპორტო კორიდორებს და შესაძლებლობებს, მონაწილე ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვისაც.

გამჭვირვალება, ძირითადი საბაზრო წესების დაცვა, საუკეთესო ხარისხის საქონელი და მომსახურება, ეფექტური მმართველობა, გარემოს დაცვა და სოციალური მდგრადობა - ჰოლოლეის განცხადებით, ესენია ის აუცილებელი პირობები, რასაც ელოდება ევროკავშირი აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნებიდან. ამასთან ევროკავშირის წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობაზე სატრანსპორტო სექტორში. „უსაფრთხოება პირველ ადგილზეა და ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს, რომ ნებისმიერ სატრანსპორტო მოდელს დაუჭიროს მხარი, თუ ის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჰოლოლეიმ განსაკუთრებით გამოყო ევროკავშირის პოლიტიკა სამოქალაქო ავიაციისა და სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიმართულებით და განაცხადა, რომ ბარიერების მოხსნის, ღია კონკურენციისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად გადაადგილების საიმედოობა მნიშვნელოვანი ფაქტორებია ტურიზმის განვითარებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42