„საქართველო აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელოვანი პარტნიორია“- ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე
პოლიტიკა - 11:27, 28 Nov, 2017     675
ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ცეან ქემინგმა თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმის ინიციატივას გამოეხმაურა და ის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა:

„აბრეშუმის გზის სულისკვეთების გათვალისწინებით, საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 2017 წლის იანვარში შევიდა ძალაში. ეს გვაძლევს ჩვენ ახალ საშუალებას და გვიხსნის ახალ პერსპექტივას, რომ განვითარდეს ვაჭრობა და გაღრმავდეს ეკონომიკირი აქტივობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. აბრეშუმის გზის ინიციატივა იქნება მნიშვნელოვანი, როგორც ჩინეთისთვის ასევე მთელი მსოფლიოსთვის. წლების განმავლობაში ჩინეთის საწარმოებმა და, მეწარმეებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის გზების მშენებლობა, რკინიგზების გაყვანა, რაც უპრობლემოდ დააკავშირებს ერთმანეთს ადამიანებთან და ხელს შეუწყობს ვაჭრობას“.

ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ცეან ქემინგის განცხადებით, აბრეშუმის გზის ინიციატივა ახალ ეტაპზეა გადასული, რაც სამომავლოდ ახალ პერსპექტივებს ხსნის. ცეან ქემინგმა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ეკონომიკური სარტყლის გზის შექმნის ინიციატივას, რომლის მიზანია ქვეყნებს შორის კოორდინაცია, კავშირების გაღრმავება და ფინანსური ინტეგრაცია. „ეს არის ფართო ინიციატივა მთელი მსოფლიოსთვის, მისი მიზანია ღია და თავისუფალი ეკონომიკის შექმნა მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია სამომავლო ურთიერთობები ყველასთვის სასარგებლო იყოს, რაც განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს შეუწყობს ხელს. უნდა მოხდეს ახალი ბაზრების ათვისება და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული მომენტი და შესაძლებლობები“, - განაცხადა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42