ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯაველინები საქართველოს თავის დაცვაში დაეხმარება.
„ამერიკის ხმა“ საქართველოს მხრიდან შეერთებული შტატებისგან ჯავშან-საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის შეძენის საკითხს ეხმაურება. რედაქციის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყიდვაზე ნებართვა რამდენიმე დღის წინ გასცა, რომელიც დასამტკიცებლად კონგრესს გადაეგზავნა.
„იარაღის გაყიდვის ეს წინადადება საქართველოსა და ამერიკას შორის უკვე არსებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ჯდება, რომლის მიზანიც საქართველოსთვის თავის დაცვის შესაძლებლობის მიცემა და ამერიკისთვის ძლიერი სამხედრო მოკავშირის დახმარებაა. საქართველო სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც სრული უფლება აქვს აირჩიოს საკუთარი მომავალი, რაშიც თავდაცვის სფეროს ორიენტაცია და სამხედრო შესაძლებლობების წყაროებიც შედის.
ჩვენ ბევრ ქვეყანასთან გვაქვს თანამშრომლობის შეთანხმება თავდაცვის სფეროში. საქართველოსთან წარმატებული სამხედრო თანამშრომლობა წლების მანძილზე გვაქვს. დღეს მოგეხსენებათ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე პოლიტიკის ჩარჩოებში ჯდება.
მე არ მინდა საქართველოს მთავრობის ნაცვლად რამე ვთქვა. ჩვენი გადმოსახედიდან, მიგვაჩნია, რომ ეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების თვალსაზრისით დიდი დანამატია. ეს სისტემა საქართველოს დაეხმარება უკეთ დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი საზღვრები და ზოგადად, გააღრმაოს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა”, - აღნიშნავს ბრიჯიტ ბრინკი.
მასალის გამოყენების პირობები






