„ნაციონალური მოძრაობა მოწადინებულია, რომ აღნიშნულ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს და შესაბამისად, კონსულტაციებს ვმართავთ მათთან.
ვფიქრობთ, რომ მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუმცა ბუნებრივია ეს თავად კანდიდატზეც იქნება დამოკიდებული. უახლოესი დღეები გვიჩვენებს როგორ დასრულდება კონსტულაციები და რა გადაწყვეტილებას მივიღებთ.
მაშინ, როცა ქვეყანაში იშვიათი გამონაკლისის გარდა თავისუფალი მედია არ არსებობს, სასამართლო პოლიტიკურ კონტროლსაა დაქვემდებარებული და გრძელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, აღნიშნული თანამდბებობა უაღრესად მნიშვნელოვანია. არასამთავრობო სექტორმა უნდა მოახერხოს და ამ თანამდებნობაზე სხვადასხვა პარიტებთან ერთად აირჩიოს ის ადამიანი, რომელიც სახელისუფლებო კანდიატი არ იქნება და მათ ინტერესებს არ გაატარებს” - განაცხადა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






