„სულ რაღაც სამიოდე დღის წინ, ჩვენმა ქვეყნებმა მონაწილეობა მიიღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად მივიღეთ მომავალზე და ამავდროულად პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული დეკლარაცია, რათა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ ევროკავშირთან დაახლოების პროცესისგან კონკრეტული სარგებელი მიიღოს.
ჩვენს ქვეყნებს ერთი მიზანი აერთიანებს, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრები. საქართველო მზად არის გადადგას შემდგომი, გაცილებით უფრო აქტიური ნაბიჯები - მზად ვართ განვახორციელოთ ძალიან კომპლექსური და ამბიციური რეფორმების გეგმა, რაც საბოლოოდ ჩვენს მიზანთან მიგვიყვანს.
დასასრულს, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, დავძლიოთ საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევები და უზრუნველვყოთ ორი მეგობარი ერის მშვიდობიანი განვითარება და კეთილდღეობა.“- განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






