ელენე ხოშტარია აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებისთვის წულუკიანს განმარტებას სთხოვს და პარლამენტში იბარებს
პოლიტიკა - 13:01, 27 Nov, 2017     3828
„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებისთვის წულუკიანს განმარტებას სთხოვს და პარლამენტში იბარებს.

"მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოვიდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს, როგორც მოხდა ახმედ ჩატაევის ციხიდან გაშვება - რა იყო ამის საფუძველი და იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხელისუფლების 6-დღიანი ტოტალური დუმილის ფონზე, ფაქტობრივად, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ამ ოპერციაში ჩატაევი მოკლულია, რაც, რა თქმა უნდა, საკითხს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის და ხელისუფლების მხრიდან საკითხის პასუხგაუცემლად გაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს ჩვენი ახირება არ არის - ეს ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვახსოვს, რომ ჩატაევი 2012 წელს ტერორისტებს შეუერთდა და ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ძალიან მძიმე ოპერაციაში იყო ჩართული. “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური მოსაზრებებით გაუშვა, რაც, ფაქტობრივად, მაშინვე დადასტურდა. სტამბოლის ტერაქტის შემდეგ, თეა წულუკიანი საუბრობდა, რომ ის პოლიტიკურად ჩატაევის გაშვების წინააღმდეგი იყო, რაც იმას ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება არა სისხლის სამართლებრივად დადგენილი წესებით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიიღო“- განუცხადა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42