"თვითონ აწყობდნენ ტერაქტებს საკუთარ ქვეყანაში" - ბესელია ჩატაევზე და წინა ხელისუფლებაზე
პოლიტიკა - 12:36, 27 Nov, 2017     5081
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკაბესელია, საპარლამენტო ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს, რომლრბსაც სპეცოპერაციისას ჩატაევის შესაძლო ლიკვიდირებაზე, მის ქვეყანაში შემოსვლას და ჩატაევის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ კითხვები აქვთ. ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევი, პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლა.


„ასეთ უსინდისო განცხადებებს და ასეთ ზღვარგადასულ ბრალდებებს არ მივიღებთ ჩვენ არავისგან და განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც თვითონ აწყობდნენ ტერაქტებს საკუთარ ქვეყანაში. უამრავი ფაქტი შემიძლია გავიხსენო, მათ მიერ დაგეგმილი ხელოვნური ტერაქტების, რომელსაც ეწირებოდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ამიტომ, ამ თემაზე ნურავინ ნუ გაბედავს, რომ თავს უფლება მისცეს და ილაპარაკოს თითის გაშვერით ჩვენსკენ, მაშინ, როდესაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიერ დატოვებული უმძიმესი მემკვიდრეობა, საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე არ იგემონ,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

იურიდიული კომიტეტის კითხვაზე, უნდა გათავისუფლებულიყო თუ არა ახმედ ჩატაევი ციხიდან , ჟურნალისტებს ურჩევს ახმედ ჩატაევის სისხლის სამართლის საქმეს გადახედონ.

„კითხვა დაიწყეთ იქედან რა ბრალდება წაუყენა მას წინა ხელისუფლებამ და ეს ბრალდება უნდა ყოფილიყო თუ არა დადასტურებული. ეს ბრალდება წაუყენეს მას და ჰქონდა საბრძოლო მასალის შენახვა, ნაკლებად მძიმე დანაშაული როგორც მე ვიცი, ამოიღეთ ის მასალები, ნახეთ რა საქმე გააგზავნეს სასამართლოში და დღეს რომ ბევრს ლაპარაკობენ, რომ თითქოს ის გათავისუფლდა პარლამენტის მიერ, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ტყუილი,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42