,,ტერორისტული დაჯგუფების წევრი 2 თვის წინ სარფის საბაჟოდან შემოვიდა, სპეცსამსახურის მანქანით" - ელისო კილაძე სკანდალურ დეტალებს ჰყვება
პოლიტიკა - 21:45, 26 Nov, 2017     19830
ჟურნალისტი ელისო კილაძის განცხადებით გამოძიებას ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებულის ვინაობის დადგენა უჭირს, რადგან მას და მის თანამზრახველებს რამდენიმე პასპორტი ჰქონდათ, მათ შორის ქართულიც. კილაძის ინფორმაციით, ისლამური ხალიფატის ლიდერმა და მისი დაჯგუფების წევრებმა, საქართველოს საზღვარი ორი თვის წინ გადმოკვეთეს.

„მას შემდეგ, რაც რაქა დაეცა, ისლამური ხალიფატის სხვადასხვა გავლენიანი ლიდერები, ვინც გადარჩა ცოცხალი, ყველა წავიდა ე.წ. ფსკერზე, გადავიდა იატაკქვეშეთში, ეს ზამთარი რომ გამოეზამთრებინათ და შემდგომ გაზაფხულზე ან დაეტოვებინათ ქვეყანა ან სხვა უფრო უსაფრთხო თავშესაფარი მოეპოვებინათ, რა გახდა სპეცოპერაციის დაწყების მიზეზი? სპეცოპერაციის დაწყების მიზეზი გახდა ინფორმაცია, რომელიც სუს-ისგან დამოუკიდებლად მიიღო ანტიტერორისტულმა სამსახურმა და დააკავა სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე ის პირი, რომელიც დღეს ჰყავთ მოდულში, გგონიათ, რომ დაკავებულის ვიანობას შეგნებულად არ გვიმხელენ? არა, ნამდვილად არ არის მისი ვინაობა იდენტიფიცირებული, ის თავად სახელს და გვარს არ ამბობს და ჩემი ინფორმაციით, მას აქვს 5 სხვადასხვა ტიპის პასპორტი, მათ შორის ერთი ქართული. ჩემი ინფორმაციით, დასაბუთებულად შემიძლია გითხრათ, რომ ორი თვის წინ შემოვიდა საქართველოში ქართული პასპორტებით, სარფის საბაჟოდან, სრულიად ლეგალურად, ავტომანქანით, რომელიც ეკუთვნოდა სპეცსამსახურს, კონკრეტულად კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მათ გაიარეს მხოლოდ საპასპორტო შემოწმება და მორჩა“, - აცხადებს ელისო კილაძე P.S.-თან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42