,,ქურდულ სამყაროში“ ხმაურს ელოდებიან - პაპიაშვილის საქმე და ,,ბერძნული კლანის სხოდკა“ კრიმინალური ომის მიზეზი ხდება
პოლიტიკა - 21:20, 26 Nov, 2017     56507

“ქურდული სამყარო“ უახლოეს მომავალში შეიძლება სერიოზულად აფორიაქდეს. იგეგმება ე,წ, „სხოდკა“, რომელმაც კატალიზატორის როლი შეიძლება შეასრულოს - დაიწყოს სერიოზული გარჩევები დაპირისპირებულ ქურდულ კლანებს შორის, რომელიც შაქრო კალაშოვის თავისუფლებაზე ყოფნის დროს არ შედგა.

სიტუაციის ამრევის როლი კვლავ 43 წლის თბილისელი ზვიად პაპიაშვილია, ხოლო სერიოზული საუბრის თემა - სოხუმური კლანის ლიდერ მერაბ ჯანგველაძესთან მისი ამასწინდელი შეხვედრაა, რომელსაც „ბერძენი“ ქურდები „კანონიერ ქურდად“ არ თვლიან.

ამ შეხვედრაზე მერაბმა ზვიადს შესთავაზა მის თბილისის №7 იზოლატორელ მტრებთან შერეიგება, რაზედაც კატეგორიული უარი მიიღო - ქურდად ან მე დავრჩები, ან ისინიო.

ზვიად პაპიაშვილი ქურდად 1996 წელს აკურთხეს, მას შემდეგ რაც მან „კანონიერი ქურდის“. გიორგი ჩხაიძის მკვლელის, გოჩა დიასამიძისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოიყვანა. ზვიადის „ნათლია“ ნახალოვკელი ქურდი გიორგი ჯანეზაშვილია (ამბერკიჩია). დიასამიძის მკვლელობამ სამუდამოდ დააკავშირა ზვიადი მომავალ „კანონიერ ქურდებთან“ გურამ სვანიძესთან და ალეკო ქურასბედიანთან (წრიპა). სწორედ წრიპა გახდა პაპიაშვილის ყველა პრობლემის სათავე.

წრიპასთან ერთად ყურადღების ცენტრში ზვიადი 2004 წლის მარტშიც მოექცა, როდესაც დააკავეს სერგო ქუთათელაძე - ბაიკო, რომელიც ისრაელიდან დედის დასაფლავებაზე იყო ჩამოსული. ბაიკოს თან ახლდა იური ესინი (სამასვალი). ბაიკოს პოლიციამ სახლშ მისვლის უფლებაც კი არ მისცა, გაჩხრიკა და „მაკაროვის“ აღმოჩენის საფუძველზე დააკავა.

ქუთაისის ციხეში მყოფმა ქურდებმა ამბროლაძემ და კუხიანიძემ ციხის ადმინისტრაციას შეუთვალა, რომ თუ ბაიკოს მათთან ჩასვამდნენ, სისხლი დაიღვრებოდა. ბაიკო თბილისში გადაიყვანეს და N7 იზოლატორში ჩასვეს, სადაც ქურდები არასდროს მჯდარან. „დაცვის“ სახით ბაიკოსთან სულხან მჟავია ჩასვეს, რომელიც მომავალში ჯანგველაძემ ქურდად აკურთხა, გია სვერდლოვსკიზე ანგარიშსწორების გამო. რამდენიმე ხნის შემდეგ კი ბაიკო „ორთაჭალის ციხეში“ ჩასვეს.

ევრორემონტიან „ქურდულ“ 49-ე საკანში მყოფმა წრიპამ, ზვიად პაპიაშვილმა, რეზო ლორთქიფანიძემ, ჯიმშერმა, ნემოიმ და დათუნაშვილმა ის თბილად მიიღეს და სუფრაც გაუშალეს. ამ ამბის გაების შემდეგ ზვიადს მოსკოვიდან ლაშა შუშანაშვილმა დაურეკა და უბრძანა ბაიკოსთვის სამაგიერო გადაეხადა და ხერხემალი გადაემტვრია, რადგან, მის გამო, დათო სებისკვერაძე სამუდამო ინვალიდად დარჩა. ლაშას გულის მოსაგებად წრიპამ და ზვიადმა ბაიკოსადმი დამოკიდებულება შეცვალეს და კონფლიქტის პროვოცირებას ცვდილობდნენ. ამ დაძაბულობას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ციხის ადმინისტრაციამ ბაიკო ისევ „მეშვიდეში“ დააბრუნა.

როგორც აცხადებენ, ბაიკოს წინააღმდეგ ყველა ბრალდება მოიხსნა, რადგან მის საქმეში რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ჩაერია - ივანოვის საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს ღამით ქუთაისიდან ჩამოიყვანეს მოსამართლე, რომელმაც ბაიკოს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და მისი კვალიც გაქრა.

ზვიადისა და წრიპას ერთგულებას უკვალოდ არ ჩაუვლია. შაქრო მალადოიმ და ლაშამ 2004-ის აგვისტოში მათი ძმები ბესო პაპიაშვილი და სანდრიკა ქურასბედიანი ქურდად აკურთხეს.

წელიწადნახევრიუს შემდეგ, წრიპა, რომელმაც დაუგეგმავი „გასეირნება“ მოიწყო, სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაეყვანათ, მაგრამ გოგირდის აბანოებთან „აღმოჩნდა“. მას საჩვენებელი დაკავება მოუწყეს, ბადრაგთან ერთად, ცხადია წლები დაუმატეს, მაგრამ ამ ინციდენტის გამო სხვა დანარჩენებს, უპირველეს ყოვლისა „კანონიერ ქურდებს“ რეჟიმი უკიდურესად გაუმკაცრდათ, რის გამოც მათ ერთხმად მისცეს ხმა წრიპასთვის „რეგალიების ჩამორთმევას“.

ამის შემდეგ იზოლატორის ადმინისტრაციამ წრიპა არაერთხელ გამოიყენა თავისი მიზნებისთვის - მისი მეშვეობით ქურდებს შორის კონფლიქტური სიტუაციები გამწვავდა. პირველი ვინც წრიპას გამო დაზარალდა, ზვიადი იყო - ისინი ერთად ჩასვეს და წრიპამ რამაზ ჯინჭარაძის ლანძრვა დაიწყო. რამაზი ერთერთი იყო, ვინც წრიპას ქურდობა ჩამოართვა. ზვიადიმ ამაზე ხმა არ ამოიღო, რის გამოც იგი ჯერ გიგა ვიბლიანმა სცემა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, მთელმა საკანმა და ის „არაქურდად“ დატოვეს.

2011-ში ციხიდან გამოსვლის შემდეგ ზვიად პაპიაშვილს ერთი წელი დასჭირდა, რომ სახელი აღედგინა. მისი საკითხის განხილვა „სხოდკებზე“ რამდენიმეჯერ გადაიდო, ამას ხან მისი მოწინააღმდეგეები აპროტესტებდნენ, ხან პოლიცია შლიდა. თუმცა, საბოლოოდ ლაშა შუშანაშვილის მტკიცე გადაწყვეტილებით, ოპონენტების წინააღმდეგობის გათვალისწინების გარეშე.

როგორც ჩანს ეს გადაწყვეტილება იმანაც განაპირობა, რომ ზვიადის მეშვეობით მისი მოწინააღმდეგეები მოეშორებინათ, თუმცა საქმე მხოლოდ ასაკოვანი გივი ძაგუნიას „გადაყენებით“ შემოიფარგლა, რომელიც ზვიადის ცემაში მონაწილეობის გამო დაისაჯა, მიუხედავად იმისა, რომ იგი აცხადებდა, რომ ზვიადს მხოლოდ რამდენიმეჯერ შეეხო ხელჯოხით, რისი უფლებაც არ ჰქონდა. მან აგრეთვე „სხოდკაზე“ განაცხადა, რომ ზვიადი უდანაშაულო იყო და მასზე თავდასხმა საკანში მყოფმა სხვა ქურდებმა ციხის ადმინისტრაციის ბრძანებით განახორციელეს.

დღეს ზვიადის მტრებიდან ცოცხალი ჯინჭარაძე და კუპრაშვილი დარჩნენ. მათ მერაბ ჯანგველაძე უჭერს მხარს, შესაბამისად, მათ საწინააღმდეგოდ „ბერძენი“ ქურდები, შუშანაშვილის მეთაურობით კიდევ ერთხელ წამოწევენ ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის საკითხს.

თუმცა, დაუჭერს კი მხარს ამას ზვიად პაპიაშვილი?

მიუხედავად შერიგებაზე უარისა, პაპიაშვილ-ჯანგველაძის ურთიერთობა საბერძნეთში არაერთგვაროვნად გაიგეს, ზოგიერთი ამას ღალატადაც კი თვლის. მათ მერაბისა და ზვიადის საუბრის სრული დეტალები აინტერესებთ.

კითხვები ზვიადის სხვა ქმედებებზეც ჩნდება, თუნდაც, მის ორითვისწინანდელ დაპირისპირებაზე ლაშა ბარათელთან (ჭია), რომელსაც „ბერძნები“ ბოლო დრომდე ქურდად არ თვლიდნენ. შელაპარაკების დროს ჭიამ ზვიადს თბილისური ამბები გაახსენა, რაზედაც ზვიადიმ მას ვერაფერი დაუპირისპირა.

ამ დღეებში „კანონიერმა ქურდებმა“ ნოდო შუკაკიძემ, თავამ, შოთიკომ და კუმ ზვიადი ოფიციალურად მოიპატიჟეს „სხოდკაზე“, თუმცა გარკვეული დრო მისცეს აზრების დალაგებისათვის. არ არის გამორიცხული, რომ „პაპიაშვუილის საქმე“ „ბერძნულ წრეს“ გასცდეს.

ბოლო წლებისგან განსხვავებით, ურთიერთდაპირისპირებული ჯანგველაძისა და შუშანაშვილის თავისუფლებაზე ყოფნიდან გამომდინარე, მათ აღარაფერი უშლით ხელს ერთმანეთისადმი არსებული პრეტენზიები განიხილონ. ადრე თუ გვიან „დიპლომატიური მოლაპარაკებები“, რომლებიც შაქრო კალაშოვმა „გაყინა“, განახლდება და შაქროს აკრძლავები ნელნელა ძალას დაკარგავს. როგორც ჩანს მერაბმა პირველმა გადადგა ნაბიჯი. რითი უპასუხებს მას ლაშა, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42