,,ბავშვობაში ბუტას ეძახდნენ... მე მითხრა, როცა ეკლესიაში გადაწყვიტა წასვლა. ეს გზა გადაწყვიტა არა იმიტომ რომ რამე პრობლემა ჰქნოდა... მოდის და მეუბნება სსაულიერო სემინარიაში მინდა სწავლაო. პრობლემისა და წარუმატებლობის გამო არ წასულა. არ ვიცი რატომ გადაწყვტა. ფოტო ალბომი რომ ნახოთ, მის ყველა თაობაში არიან სასულიერო პირები. დაინტერესდა თეოლოგიით. ვკითხე რა გინდა სემინარიაშითქო და მითხრა, მერე აკადემიაში მინდა სწვალა გავაგრძელოო. ის პერიოდი ჰქონდა, როცა მობეზრდა მუსიკა... ჩელოზე დაკვრა... ვუთხარი, ცოტა დაისვენე, აზრზე მოდი და მერე გადაწყვტე, სად მიდიხართქო. წავიდა და 5 წლის მერე დაბრუნდა ქალაქში, მალევე ბერად აღკვეცეს. 5 წელი თითქმის, ქალაქში არ ყოფილა. “ - იხსენებს გიო მგელაძე.
,,ეს იყო ძალიან სერიოზულად მოაზროვნე ადამიანი ღრმა ბავშვობიდან, მასზე რომ ვინმე მომხდარიყო გავლენა, ეს გამორიცხულია. მას ჰქნოდა უაღრესად სეკულარული განათლება და გარდა ამისა, იყო ძალიან იმედის მომცემი მუსიკოსი. იყო მართლა ვარსკვლავი“ - ამბობს ირაკლი კაკაბაძე და მამა შიოს ეკლესიასთან პირველ შეხებას იხსენებს.
როცა პავლე ინგოროყვა, გიოს ბაბუა გარდაიცვალა, ერთერთი მთავარი პირი როსტომ ჩხეიძეც იყო მაშინ, 1983 წელია, ცეკას მდივნები მოდიოდნენ და იყო რეპრესიული ეპრიოდი, ანდროპოვია საბჭოთა კავშირის სათავეში, მწერალთა კავშირიდან იყო გამოსვენება, მაშინ მოინათლა გიო და მე და ელიზბარი ვიყავით ნათლიები. მისთვის იმდენად უცხო იყო ეკლესიის სამყარო, რომ ამაზე მე და გიო ვშაყირბდით“.
რაც შეეხება ცნობლ ფოტოს, ირაკლი კაკაბაძე ამბობს, რომ ეს ფოტო გაზეთ თბილისის კორესპონდენტის მიერაა გადაღებული და ამავე გაზეთში გამოქვეყნდა მასალა, სადაც ანტისაბჭოთა ჯგუფის შესახებ იყო საუბარი.
,,1987-88 წლია, თუ არ ვცდები, იყო გაზეთში ინტერვიუ, გაზეთ თბილისში, იქ ამ ექვსეულის მონათვლა პრესისთვის მოხდა. მანამდე უშვებდით ანტისაბჭოთა ჟურნალს, ამ ფოტოზე ვართ უკვე მეორე კურსზე. გაზეთ თბილისის კორესპონდენტმა გადაიღო ეს ფოტო... არჩილ გოგელია იყო რედაქტორი და ანტისაბჭოთა ჯგუფი წარმოაჩინეს ამ ფოტოთი, სადაც ვითხოვდით საქართველოს დამოუკიდებლობას. ელიზბარი ამ გაზეთის ამ ნომერი მოხვდა მხოლოდ, ჯგუფის აქტიური წევრი არ ყოფილა მაშინ“ - ამბობს ირაკლი კაკაბაძე.
მასალის გამოყენების პირობები






