ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი წარმატებით დასრულდა
პოლიტიკა - 20:20, 25 Nov, 2017     816

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტი გაიმართა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) ლიდერები თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

სამიტზე პარტნიორებმა დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც თანამშრომლობით მიღწეული შედეგები და მიღწევები შეაჯამეს და სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ყურადღებას ამახვილებს მოქალაქეთათვის პრაქტიკული და ხელშესახები შედეგების აუცილებლობაზე.

ევროკავშირი და მეზობლები ადასტურებენ საერთო მიზანს გააძლიერონ სტრატეგიული თანამშრომლობა და აღიარებენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა აძლიერებს როგოც ევროკავშირს, ისე აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ სამიტი აღიარებს ასოცირებული ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და მათ ევროპულ არჩევანს, დადებითად აფასებს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესს და მის როლს ასოცირებული ქვეყნების განვითარებაში და საკანონმდებლო დაახლოებაში. სამიტის დეკლარაცია ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის და ბაზრის შესაძლებლობების ათვისებისათვის სამომავლო ნაბიჯებს განსაზღვრავს.

სამიტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კარგი მმართველობისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების და ხალხთა შორის კონტაქტების მნიშვნელობაზე.

სამიტი მხარს უჭერს ევროკავშირის პრინციპს - „მეტი მეტისთვის“, რომლის საფუძველზე იმ ქვეყნებს, რომლებიც მნიშნელოვან რეფორმებს ახორციელებს შესაბამის მხარდაჭერას უცხადებს და ახალი ფინანასური დახმარების შესაძლებლობებს სთავაზობს.
სამიტის დეკლარაცია აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამასთან ხაზს უსვამს, რომ კონფლიქტების მოგვარება, ნდობის მშენებლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აუცილებელია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაცია ხაზს უსვამს საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას ევროპასთან დაახლოებისთვის და ამ მიმართულებით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ასოცირებული ქვეყნების ახალი სამუშაო ჯგუფის დაარსებას მიესალმება.

სამიტის დეკლარაცია 2020 წლისათვის დასახულ 20 კონკრეტულ შედეგს ეხმიანება, რომელიც სახელმძღვანელოდ ერთობლივად დაისახეს ევროკავშირმა და მეზობელმა ქვეყნებმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ (EaP) ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა) თანამშრომლობის საერთო ინიციატივაა, სამიტი პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის დიალოგის უმაღლესი პოლიტიკური ფორმატია. აღმოსავლეთ პარტნიორობა სცდება მთავრობათაშორის ურთიერთობებს, ახალგაზრდები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, მედია, ბიზნესი და სხვა დაინტერესებული ჩართულნი არიან შესაბამის თემატურ ღონისძიებებში.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42