"ღმერთმა მრავალი წელი სიცოცხლე შესძინოს პატრიარქის მოღვწეობას, რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე, მხოლოდ მოსაყდრეს აქვს უფლება მოიწვიოს გაფართოებული კრება და წმინდა სინოდის სხდომა. როცა პატრიარქი ცოცხალი ბრძანდება, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, მას აქვს უაღრესად ნათელი გონება და ის დღესაც მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მოსაყდრის დანიშვნა არ ნიშნავს, რომ მან შეწყვიტა მმართველობა. ეს იმას ნიშნავს, რომ პიროვნება შეიძლება მას დაეხმაროს, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უშუალოდ პატრიარქი მართავს. მოსაყდრის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებზე საუბარი არ არის და ეს არც იმას ნიშნავს, რომ მოსაყდრე ავტომატურად შეიძლება გახდეს საქართველოს მომავალი პატრიარქი. პატრიარქს წმინდა სინოდი ირჩევს და ამ არჩევაში მონაწილეობას მღვდელთმთავარები იღებენ"- განაცხადა ზვიადაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






