ცვლილებები საგადასახადო კოდექსში - ვინ თავისუფლდება აქციზისგან და რა ლიმიტი დაწესდება პირადი ბარგით შემოტანილ საქონელზე
პოლიტიკა - 14:25, 24 Nov, 2017     8711
საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში რეგისტრირებულ დღგ-ის გადამხდელებს, რომლებიც საქართველოში არ ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას და არ აქვთ მუდმივი დაწესებულება, დადგენილი წესით დაუბრუნდებათ საქართველოში დღგ-ის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში დაფუძნებულ ბიზნესებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას;

იმიჯნება აქციზით დაბეგვრის ობიექტი სპირტიან სასმელებზე. კერძოდ, ეთილის სპირტად ჩაითვლება ყველა სასმელი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 22%-ს;

აქციზისაგან გათავისუფლდება ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოებლად გამოყენებული საქონელი;

იცვლება მგზავრთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას პირადი ბარგით შემოტანილი აქციზური საქონელის დამატებული ღირებულების გადასახადის, იმპორტის გადასახადის და აქციზისაგან გათავისუფლების რაოდენობრივი ლიმიტები და იგი შესაბამისობაში მოდის ევროკავშირში დადგენილ ლიმიტებთან. აღსანიშნავია, რომ იმპორტი უნდა ხორციელდებოდეს პირადი მოხმარების მიზნით და არ უნდა ჰქონდეს სამეწარმეო ხასიათი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42