აშშ ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდის კუთხით საქართველოს ხელისუფლების დახმარებას აგრძელებს
პოლიტიკა - 13:58, 24 Nov, 2017     1122

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციის შეგროვებასა და ეკონომიკური ანალიზის განხორციელებაში დახმარებას უწევს. პროექტის „სოფლის მეურნეობის სტატისტიკის შესაძლებლობების გაძლიერება" ფარგლებში, აშშ-ის ხელისუფლებამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 43 პლანშეტური კომპიუტერი უსასყიდლოდ გადასცა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმსრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი ესწრებოდნენ.

მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ-ის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აშშ-ის მთავრობასა და უშუალოდ, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს მადლობა გადაუხადა.

„ამერიკის შეერთებულმა შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა უმნიშვნელოვანესი დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას. ჩვენ უკვე შეგვიძლია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ვაწარმოოთ სტატისტიკა, რაც გააუმჯობესებს ინფორმაციის მიღების ოპერატიულობას, უფრო საიმედოს გახდის სასოფლო-სამურნეო სტატისტიკას, რაც საბოლოოდ ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ისე საქართველოს მთავრობას. აღსანიშნავია, რომ ელექტრონულ ინფორმაციაზე დაფუძნებული გამართული სტატისტიკის წარმოება ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ნაკისრი ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულებაცაა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ თავის მხრივ ყურადღება საქართველოსთვის გაწეული დახმარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის დახმარება საქართველოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის საერთაშორისო ასპარეზზე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, მერი დაუშვილის განცხადებით, აშშ-ის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარებით, საქმიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, მოხდება სტატისტიკის წარმოების ელექტრონული ვერსიის დანერგვა, რაც დაზოგავს დროსა და თანხებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USDA–ს შორის, 2017 წლის მაისის თვეში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებდა: სასოფლო-სამეურნეო კვლევების დანერგვის, განხორციელებისა და ინფორმაციის დამუშავების მიზნით სამინისტროსთვის საჭირო ტრენინგებსა და ტექნიკური დახმარების გაწევას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42