„სასამართლომ გაათავისუფლა იმის გამო, რომ ვერ დადგინდა კონკრეტული დანაშალის ნიშნები იმ საქმეში, რისთვისაც ის იყო დაკავებული. ეს იყო ის რეალობა და მოცემულობა რაც იმ დროისთვის იყო. დროს ნუ ვურევთ, ის იყო სხვა დროს, კონკრეტულ საქმეზე დაკავებული, იყო ასევე საქმეში მესაზღვრეების ჩვენება, რომლებიც ამბობდნენ რომ ჩატაევის წინააღმდეგ ძალით მიაცემინეს ჩვენება. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ რამდენიმე წელში ის გახდა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი და შევიდა ტერორისტთა სიაში. ის იყო მოწვეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ როგორც შუამავალი იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ლოპოტაში განვითარდა, მას ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, რომელიც იყო გაცემული ავსტრიის ხელისუფლების მიერ და სარგებლობდა იმ დაცვით, რომელიც მან რამდენჯერმე გამოიყენა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მოხდა მისი დაცვა და ექსტრადიციის მოთხოვნა რამდენჯერმე არ დაკმაყოფილდა.“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






