საქართველოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ვაშინგტონს ეწვევიან.
პოლიტიკა - 09:56, 24 Nov, 2017     2558

განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით 24 – 29 ნოემბერის ჩათვლით ვაშინგტონს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ეწვევიან.

ვიზიტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესია და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმოამდგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, 28 ნოემბერს გაიართება საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მთავარი თემები იქნება: რელიგიის როლი დემოკრატიაში და ანტიდასავლური პროპაგანდა; კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ რელიგიური ლიდერები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, სასულიერო პირები შეხვდებიან სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენებს. მათ შორის: სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში, შერონ ჰადსონ დინს; NED-ის (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს; სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს ევროპაში, სამხრეთ და ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და შრომის განხრით, ტომას მელიას; საქართველოში აშშ-ს ყოფილ ელჩს რიჩარდ მაილსს; საზღვაო ქვეითების მთავარ კაპელანს, ვიცე-ადმირალ ბრენთ სკოტს; აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს და სხვა.

დელეგაცია ეწვევა თეთრ სახლს, კონგრესის ბიბლიოთეკასა და მოინახულებს იქ დაცულ ქართულ არქივს, შეხვდებიან ქართველი დიასპორის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ს კონგრესმენებთან.

პროექტს CDD-ი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შემსწავლელი ვიზიტისა და საერთაშორისო ინტერ-რელიგიური კონფერენციის მხარდამჭერები არიან: NED-ი (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის), აშშ-ში საქართველოს საელჩოსო, საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.

დელეგაციაში შედიან

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (გურამ ბერბიჭაშვილი) გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს საპატრიარქოს ფოთის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი.

ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი, თეოდორე (დიმიტრი ჭუაძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (გიორგი შარაძენიძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე.

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (ზაზა გიგიბერია),

რელიგიური ტურიზმის (სამომლოცველო) დეპარტამენტის თავმჯდომარე.

ბოდბელი ეპისკოპოსი, ქორეპისკოპოსი იაკობი (კონსტანტინე იაკობიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თბილისის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში.

რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გურამ გამრეკელი), წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. განათლების ცენტრის თავმჯდომარე

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (რუსლან ბულუხია)

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (ამირან გვაზავა)

სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი (გოჩა ტაბატაძე)

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (არკადი ხაჩიძე)

ბორჯომისა და ბაკურიანის ესპისკოპოსი ლაზარე (დიმიტრი სამადბეგიშვილი)

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)

მუსლიმთა თემი

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, მუფთი ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძე

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესია

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია

საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი, ვაზგენ მირზახანიანი

ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, პაპუნა შენგელაია

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექორის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილი

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ჩაჩავა

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე, მიხეილ მირზიაშვილი

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დამფუძნებელი, არჩილ ყანჩაველი

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის კომუნიკაციის დირექტორი, ნინო ბოჯგუა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42