,,აივანზე გამოვიდოდა კი არა, ცხვირი რო გამოეყო ტერორისტს, “დურშლაგივით” მიადუღებდა სნაიპერი… სამეთაურო კორპუსს მოსთხოვეთ პასუხი...“
სოც.მედია - 00:41, 24 Nov, 2017     28170
თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსით ეხმაურება სოდ-ის ყოფილი თანამშრომელი გოჩა სარალიძე, რომელიც სპეცრაზმში 18 წელი მსახურობდა. სარალიძე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა, ამჟამად კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.


“მე როგორც სპეცრაზმელი, ვამბობ რაც ამ სპეცოპერაციაზე ვნახე, ყველა ძალოვანი უწყების შეფები უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან…

ხალხნო, ნუ ქილიკობთ სპეცრაზმელებზე და მითუმეტეს, სნაიპერებზე, სანამ გავაგრძელებ წერას, გეტყვით, რომ მართლა უძლიერესი სპეცრაზმელები გვყავს და მითუმეტეს სნაიპერები.

მე ვარ 18 წლიანი გამოცდილების სპეცრაზმელი და გთხოვთ, კარგად წაიკითხეთ რასაც დავწერ.

აი, ჩვენს დროს ანუ წინა ხელისუფლების დროს ვგულისხმობ, როცა შემოვიდოდა გამოძახება, ეგრევე შეგვყრიდნენ, პირველი რაც კეთთებოდა, მეთაურები თითოეულ ჩვენგანს მოგვცემდნენ დავალებას.

ყველამ ვიცოდით, ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, როცა ადგილზე მივიდოდით, უსწრაფესად ვკეტავდით პერიმეტრს და საერთოდ არავის ვაკარებდით, არც პოლიციას, არც პროკურატურას. საერთოდ არავის.

მახსოვს, ერთხელ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს მინისტრი მოვიდა და პირადად მე არ შევუშვი პერიმეტრზე. ვუთხარი, სპეცრაზმი დაასრულებს მუშაობას და მერე შეგიშვებ- თქო და მინისტრმა არც კი გააპროტესტა, ისე დამემორჩილა.

ხომ ხვდებით, სადაც მინისტრს არ ვუშვებდით, სხვას საერთოდ არ გავაკარებდით, სანამ სპეცრაზმი მუშაობდა.

ჰოდა, ადგილზე ყველამ თავისი საქმე იცოდა. მეთაურები მკაცრად აკონტროლებდნენ თითოეულ მებრძოლს თავისი პოზიცია რომ დაეკავებინა. ასევე, პირველ რიგში სნაიპერებს განალაგებდნენ შესაბამის და ხელსაყრელ პოზიციებზე და როდესაც მოიერიშე ჯგუფები ვიწყებდით შტურმს, ჩვენ სნაიპერები გვაზღვევდნენ.

ამ ყველაფერს მეთაურები აკონტროლებდნენ და მეთაურები იღებდნენ გადაწყვეტილებას. ეგ ყველაფერი ხდებოდა წამებში, აივანზე გამოვიდოდა და სროლას დაიწყებდა კი არა, ცხვირი რო გამოეყო ტერორისტს, “დურშლაგივით” მიადუღებდა სნაიპერი.

ასე ხდება, როცა უწყებაში პროფესიონალები მუშაობენ… თქვენ რა გგონიათ, დღევანდელი სპეცრაზმელები ამას ვერ იზამდნენ? როგორ არ იზამდნენ, მაგრამ ნათესაური კავშირებით გაივსო სამეთაურო შტატი და აზრზე არ არიან, რა ქნან და რა გააკეთონ ან რა ბრძანება გასცენ.

ამას ემატება ისიც, რომ სპეცრაზმელს, რომელიც სიცოცხლის ფასად იცავს ქვეყანას, მერე მკვლელად აცხადებენ და ზოგს ციხეშიც სვამენ.

რა გარანტია აქვს დღევანდელ სპეცრაზმელს რო ტერორისტის ლიკვიდაციისთვის მას ხვალ ციხეში არ ჩასვამენ?

ასე, რომ ხალხნო, სპეცრაზმელებზე ნუ გაიძახით იმას, რასაც არ იმსახურებენ, თუ რამის თქმა გინდათ, სამეთაურო კორპუსს მოთხოვეთ პასუხი, რომლებიც გარტყმაში არ არიან ტაქტიკური თუ სპეც მომზადების შესახებ” – წერს ყოფილი სპეცრაზმელი, სარალიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42