გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში დონალდ ტუსკს შეხვდა
პოლიტიკა - 21:25, 23 Nov, 2017     1292

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო.

საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ განსაკუთრებულ პროგრესს და საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია.

მხარეებმა ისაუბრეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის შესახებ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს როლს აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებაში. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში აქვს ამბიციური ორმხრივი დღის წესრიგი, 2017-2020 წლებისთვის გაწერილი სამოქმედო გეგმა და მზად არის, გააკეთოს იმაზე მეტი ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს.

ასევე, განხილულ იქნა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და ხაზი გაესვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხებში წელს გახსნილი ახალი სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. დონალდ ტუსკმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ხაზი გაუსვა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ამ პროცესში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე მიულოცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით და მაღალ დონეზე ჩატარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42