რატომ არ ასახელებენ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა ვინაობას? - "ეს ხელისუფლებას ცუდად შემოუბრუნდება"
პოლიტიკა - 15:01, 23 Nov, 2017     11987
თბილისში, უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის მიერ ჩატარებულმა ანტიტერორისტულმა ოპერაციამ ბევრი კითხვა გააჩინა.

22 საათიანი სპეცოპერაციის დროს, სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთის მიხედვით, ბინაში მნიშვნელოვანი ფიგურა იმყოფებოდა, რომლის ცოცხლად აყვანის ბრძანება იყო გაცემული. ითქვა ისიც, რომ ეჭვმიტანილებს მძევლები ყავდათ აყვანილი. (ინფორმაციას სუსი უარყოფს). დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის აჰმედ ჩატაევია.

ვიდრე საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე ძალოვანი უწყებების მხრიდან პასუხები არ ჩანს, კიდევ უამრავი მოსაზრება გაჩნდება, ამიტომ ექსპერტები ხელისუფლებას ურჩევენ, ლიკვიდირებული ეჭვმიტანილებისა და დაკავებული პირის ვინაობა გაასაჯაროვონ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის შეფასებით, მაშინ, როცა სუსი ამბობს, რომ დანაშულის შესახებ ინფორმაციას ფლობდა ბრალდებულთა იდენტიფიცირება უწყებას არ გაუჭირდებოდა.

"რა თქმა უნდა უნდა ვიცოდეთ მათი ვინაობა, უნდა ვიცოდეთ რასთან გვქონდა საქმე, რა და სად იგეგმებოდა. შეიძლება ჩვენ დეტალები არ ვიცოდეთ, მაგრამ მათი ვინაობა და გეგმები ცნობილი უნდა იყოს. ეს საერთაშორისო სტანდარტია. ასე რომ ორი აზრი არ არის, რომ ჩვენ ეს დეტალები უნდა ვიცოდეთ. შეგვიძლია სამართალდამცავთა სტრუქტურას გონივრული დრო მივცეთ, რომ უტყუარი ინფორმაცია მოგვაწოდოს, მაგრამ როგორც თვითონ ამბობენ, რომ ოპერატიული ინფორმაცია არსებობდა, ამ ადამიანების იდენთიფიცირება რთული არ უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, შეიძლება ათასგვარი შეთქმულების თეორია განვითარდეს და ეს, ისევ და ისევ, ხელისუფლებას შემობრუნდება ცუდად"- აღნიშნა ხიხაშვილმა.

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყო და 22 ნოემბერს 17:30 საათზე დასრულდა. სპეცოპერაციის დროს ადგილი ჰქონდა ინტენსიურ სროლასა და აფეთქებებს.

ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 1 სპეცრაზმელი და 3 ბრალდებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42