ბრიტანელი მეცნიერების განცხადებით, ყავის ზომაზე მეტი რაოდენობით მიღებაც კი დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამცირებს სიმსივნისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს 18-20%-ით. მასალა ამის თაობაზე ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნდა.
"მართლაც ეხმარება თუ არა ყავა ადამიანის ორგანიზმს ქრონიკულ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში და ამცირებს თუ არა ნაადრევი სიკვდილის ალბათობას, ჩვენ არ ვიცით. მაგრამ, ფაქტია, ყავა არ არის მარტო სასმელია, არამედ იგი სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ კომპონენტებს მოიცავს. მაგალითად, ყავა უყვართ მწეველებს, მეორეს მხრივ, აღსანიშნავია, რომ ყავის ნორმალური დოზებით მიღება ადამიანის ჯანმრთელობას არ ვნებს," - აცხადებენ მეცნიერები.
უკანასკნელ წლებში მეცნიერები აქტიურად მუშაობენ საკვები ნივთიერებების გავლენის შესწავლაზე ადამიანის ორგანიზმზე. მაგალითად, ბიოლოგები დიდი ხანია კოფეინის შემცველი საკვების ადამიანის ორგანიზმზე მავნე გავლენაზე საუბრობენ, განსაკუთრებით არითმიით დაავადებულებზე. მეორეს მხრივ, ათიათასობით გულით დაავადებულებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის. უკანასკნელ პერიოდში რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ დღეში სამ ჭიქაზე მეტი ყავის დალევა საგრძნობლად ამცირებს ინფარქტისა და სხვა დაავადებების რისკს. თუმცა, ყავის დადებით თვისებებზე საუბარიც მეცნიერთა კამათს იწვევს.
ბრიტანელმა მეცნიერებმა შეისწავლეს ორი ასეული ნაშრომი, რომლებიც ყავის მოყვარულთა ცხოვრებას შეისწავლიდნენ, ყველა შესაბამისი გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით. ეს კვლევები რამდენიმე ასეულ ათას ადამიანზეა ჩატარებული, რომლებსაც სხვადასხვა მავნე ჩვევა ახასიათებდათ, იყვნენ სხვადასხვა დიეტაზე. არიან სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი.
შედეგად, ბრიტანელმა მეცნიერებმა შეადგინეს დაავადებათა ერთგვარი "რეიტინგი", რომელთა განვითარება იზრდებოდა ან მცირდებოდა დიდი ოდენობით ყავის მიღებისას და ეცადნენ სასმელის დადებითი და უარყოფითი თვისებები შეედარებინათ.
ამ გათვლებმა აჩვენა, რომ 3-4 ჭიქა ყავის მიღება უფრო მეტად დადებითად მოქმედებს ადამიანზე. მაგალითად, იგი ღვიძლის დაავადებების, მათ შორის კიბოს განვითარების ალბათობას 40-60%-ით ამცირებს, ხოლო კორონალური დაავადებებისა და ინსულტით გარდაცვალების ალბათობას - შესაბამისად .18 და 30 პროცენტით.
მეცნიერების დასკვნით, ერთადერთი მკვეთრად გამოხატული უარყოფითი ეფექტი ყავის მოხმარებას სუსტი სქესის წარმომადგენლებში აქვს - ყავის სიყვარული ზრდის ნაადრევი მშობიარობის ალბათობასა და ხანდაზმულ ქალებში ძვლების მომატებულ სიმყიფეს იწვევს.
მასალის გამოყენების პირობები






