„ჩემი ვერსიით, ორი მიზანი ამოძრავებდათ: ერთი იყო მათი დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლება საქართველოს ციხიდან და მეორე, რუსეთში გადასვლა. აქედან რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნებოდა და რომელსაც უფრო იოლად შეძლებდნენ, იმას გააკეთებდნენ. ციხიდან თავიანთი თანამებრძოლების გამოყვანას, სავარაუდოდ, მძევლების აყვანით აპირებდნენ, რის შემდეგაც ხელისუფლებას აიძულებდნენ გათავისუფლებას, მაგრამ მერე ვეღარ გავიდოდნენ და მათი გადაადგილება გაკონტროლდებოდა საერთაშორისო ანტიტერორისტული გაერთიანების სპეცდანაყოფების მიერ.’- განაცხადა კასრელიშვილმა.
„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის შეფასებით, თუ ლიკვიდირებულ პირებს შორის ნამდვილადაა ჩატაევი, მაშინ ქვეყანას უფრო დიდ საფრთხესთან აქვს საქმე, რადგან აღმოჩნდება, რომ შავ სიაში მყოფმა პირმა 3 ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა უვნებლად მოახერხა:
„ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანმა, რომელიც შავ სიაშია, 3 ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა მოახერხა. თუ ასეა, მაშინ ჩვენ საქმე უფრო სერიოზულ საფრთხესთან გვაქვს და უნდა ვეძებოთ ის ძალები, რომლებმაც ამ საზღვრების უვნებლად გადაკვეთის საშუალება მისცეს.“- აღნიშნა კასრელიშვილმა.
კასრელიშვილის თქმით, აღნიშნული პირები ნამდვილად ჩატაევის ჯგუფის წევრები იყვნენ, თუმცა ისინი დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, რადგან მათ საველე მეთაურებისგან არ ჰქონიათ ბრძნება, რომ საქართველოში ტერაქტი განეხორციელებინათ.
მასალის გამოყენების პირობები






