„დაველოდოთ ექსპერტიზას, არავის აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება“- შს მინისტრი ჩატაევის შესაძლო ლიკვიდაციაზე
პოლიტიკა - 11:24, 23 Nov, 2017     2346
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარიას თქმით, გამოძიების დასრულებამდე უმჯობესი იქნება, თუ ინტერპრეტაციებისა და სხვადასხვა ვერსიების გაჟღერებისგან თავის შეკავება მოხდება.

„პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლის დაღუპვის გამო, მივუსამძიმრო მის ოჯახს და სუს-ის თითოეულ თანამშრომელს. ეს არის უდიდესი დანაკარგი და ჩვენ, ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ გვახსოვდეს და გავაგრძელოთ ის საქმე, რა საქმესაც ამ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა."- განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება კითხვას იყო თუ არა სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის აჰმედ ჩატაევი, გახარიამ საზოგადეოებას ინტერპრეტაციებისა და სხვადასხვა ვერსიების გაჟღერებისგან თავის შეკავება ურჩია და განაცხადა, რომ საჭიროა გამოძიების დასრულება:

რაც შეეხება გამოძიებას, ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არის უკვე მშვიდად, წყნარად გამოძიების დრო, არავის აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება და არ დასრულდება ექსპერტიზების ის ეტაპი, რომელიც აუცილებალია, კონკრეტულ მსჯელობისგან უმჯობესია, თავი შევიკავოთ. იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42