პატრიარქის თანამოსაყდრის ბიოგრაფიული დეტალები - ვინ არის მიტროპოლიტი შიო
პოლიტიკა - 11:26, 23 Nov, 2017     16807

მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი), რომელიც უწმინდესმა დღეს თანამოსაყდრედ დაასახელა, 1969 წლის 1 თებერვალს, თბილისში დაიბადა. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. კონსერვატორიის პირველ კურსზე გაიმარჯვა ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე (გავიდა პირველ ადგილზე). 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ - ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა.

1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

2003 წლის 18 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად. 2003 წლის 6 სექტემბერს იღუმენმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში ასე დაიწყო თავისი გამოსვლა:

„თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს მამათმთავარო და მოწყალეო მამაო,

მაღალყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, პატიოსანნო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო!

უფლის ნებით და თქვენი წარდგინებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განაჩინა ჩემი დადგინება სენაკისა და ჩხოროწყუს ღვთივდაცული ეპარქიის ეპისკოპოსად... დღეს, როგორც არასდროს, განვიცდი, თუ რამდენად შეუფერებელი შეიძლება აღმოვჩნდე ამ დიდი საქმისათვის, რომ არა ღვთის შემწეობა და თქვენი ლოცვა-კურთხევა და მხარდაჭერა. ამასთან ერთად ვშიშობ, რომ ჩემი პირადი განცდების მიზეზით არ დავუპირისპირდე უფლის წმიდა ნებას და ამიტომ მთლიანად ვენდობი თქვენს სულიერ ხედვასა და დიდ გამოცდილებას.

ვხედავ რა წმიდა სინოდის დადგენილებაში ღვთის ნებას, უდიდესი მადლიერების გრძნობით და მორჩილებით ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და ვითხოვ შენდობას ჩემი უღირსების გამო.

ჩემთვის ამ ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში მინდა დიდება და მადლობა შევწირო უფალსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს იმ დიდი წყალობის და სიყვარულის გამო, რომლის შეგრძნებაც მანიჭებს ძალას, ნუგეშსა და ყველაზე დიდ სიხარულს ჩემს ცხოვრებაში.

მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ, თქვენო უწმიდესობავ, იმ დიდი პატივისათვის, რომელსაც დღეს მანიჭებთ. მადლობას გიხდით თქვენი მოღვაწეობისათვის, რომელიც ჩემთვის მაღალი მსახურების დიდი მაგალითია და თვალწინ მიდგას და მაძლიერებს მთელი ამ წლების განმავლობაში. მადლობას გიხდით, როგორც სულიერ მამას, რამეთუ ჩემი საეკლესიო მსახურების ყველაზე რთულ მონაკვეთში ყოველთვის ვგრძნობდი თქვენგან მამობრივ სიყვარულსა და მფარველობას. თქვენი რჩევების და ლოცვა-კურთხევის შესრულება მაძლევდა საშუალებას ღირსეულად გადამეტანა მრავალი სირთულე, რაც შემხვედრია მსახურების განმავლობაში.“

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სადაც შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, უწმიდესმა და უნეტარესმა მიმართა მეუფე შიოს:

„დღეს აღსრულდა ნება ღვთისა – შესრულდა წმიდა სინოდის განჩინება. ჩემი აზრით, ეს განჩინება რუის-ურბნისის კრებაზე მიღებულ დოკუმენტს არ ჩამოუვარდება.

მოგეხსენებათ, ურბნისის ტაძარში, წმიდა სინოდის ისტორიულ კრებაზე, ხუთი ახალი საეპისკოპოსო კანდიდატი დასახელდა. დღეს შესრულდა მეხუთე ეპისკოპოსის – სენაკისა და ჩხოროწყუს მღვდელმთავრის კურთხევა. მეუფე შიო, ეს არის დიდი მადლი და წყალობა ღვთისა, როდესაც უფალი ადამიანს დიდ მადლს ანიჭებს, მასში თავმდაბლობა და მორჩილება უნდა გამრავლდეს. თუკი ეს არ მოხდა, მაშინ ღვთის მადლი, ადამიანის ამპარტავნებისა გამო, კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს და შესაძლოა, ადამიანი დაიღუპოს კიდეც. ერთადერთი გზა გადარჩენისა, – ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი რწმენა, სიყვარული და მორჩილება; ეს არის უფლის მიერ დასახული გზა. სწორედ ამ გზით უნდა იარო, მეუფეო, დღეიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე, მხოლოდ იგი მიგიყვანს სასუფეველში.

არ არის შემთხვევითი, შენ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსად რომ გაკურთხეთ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. თვითონ ქალაქის სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ იქ დიდი ადამიანები მოღვაწეობდნენ. ეს იყო სენაკი მრავალი სასულიერო პირისა. თუნდაც, გავიხსენოთ ბოლო პერიოდის დიდი მოღვაწენი, რომელთაც მთელი საქართველო ასახელეს. დღეს მათ წმიდა სახელებს მთელი მართლმადიდებლური სამყარო იცნობს.

სენაკში მოღვაწეობდნენ წმიდა მამა ალექსი შუშანია, მონაზვნები – ფავსტო და ეფსიმე, მამა კონსტანტინე ქვარაია, ჩემი დიდი მოძღვარი – მამა შიო ძიძავა და მრავალი სხვა. ასე რომ, მეუფე შიო, შენ მადლმოსილ ისტორიულ ეპარქიაში მიდიხარ და ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ამ ეპარქიაში არსებული მადლი კიდევ უფრო გაამრავლო და გააძლიერო. ძალიან კარგად ვიცნობ სენაკელებს, არაერთხელ მქონია მათთან შეხვედრა და ვიცი, რომ მთელი მოსახლეობა დიდი სიყვარულით დაგხვდება, უკვე ის ფაქტი, რომ დღეს სენაკელები საგანგებოდ ჩამოვიდნენ თავიანთი ეპარქიის მღვდელმთავრის კურთხევაზე, მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ მოსიყვარულე მრევლი გეყოლებათ. მაგრამ, ამასთან, ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ მღვდელმთავრის წოდება მოწამეობრივია; ეპისკოპოსი მუდამ განსაცდელის წინაშე დგას. იგი პასუხისმგებელია უფლის წინაშე არა მარტო საკუთარ სულზე, არამედ სამღვდელოებასა და მთელ მრევლზე. ამიტომ უნდა გაძლიერდე ლოცვით, მარხვით, მოღვაწეობითა და, რაც მთავარია, თავმდაბლობითა და მორჩილებით. შენ გელის მშვიდობა და სიხარული. ახლა კი მიიღე კვერთხი, რომელიც არის სიმბოლო მღვდელმთავრის მადლისა და დალოცე სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია და სრულიად საქართველო.“

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42